ზესტაფონელი ხელოვანის, მიხეილ ლაბაძის ნამუშევრები ინტერნეტში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
,,ის, რასაც ვაკეთებ, ღვთისგან ბოძებული ნიჭია, თვითნასწავლი ხელოვანი ვარ, დროთა განმავლობაში დავიხვეწე და დიდი გამოცდილებაც მივიღე, თავდაპირველად ავეჯს ვამზადებდი, მერე ნელ-ნელა მხატვრობაზე გადავედი და ბოლოს ქანდაკებებზე, - ამბობს ლაბაძე. მის მიერ შექმნილი ბერას პორტრეტი 2 000 000 დოლარად შეფასდა, რაზეც ლაბაძე ,,კვირის პალიტრასთან“ აცხადებს, რომ ,,ბერას პროტრეტის გაკეთება ბატონი ბიძინა ივანიშვილის პიროვნებიდან გამომდინარე გადავწყვიტე... არარეალური პიროვნებების კეთებას, ჯობს, ხელოვანმა, ვინც შენ ეპოქაში ბუმბერაზია, იმის ქანდაკება თუ ნახატი დაუტოვო შთამომავლობას. ლაბაძის თქმით, მას ბიძინა ივანიშვილის საოჯახო პორტრეტიც აქვს გაკეთებული. ,,ისიც კი არ ვიცი, ბატონმა ბიძინამ იცის თუ არა ამ ნახატების არსებობა. მე არც მიცდია, ეს ამბავი ბიძინა ივანიშვილამდე მიმეტანა“, - ამბობს ლაბაძე ,,კვირის პალიტრასთან“.


მასალის გამოყენების პირობები






