თბილისს სინგაპურის ბიზნესდელეგაცია სტუმრობს. ამ წუთებში კომპანიების წარმომადგენლები ქართველ კოლეგებს ხვდებიან. უკვე გაფორმდა პირველი მემორანდუმი. „ალიანს ჯგუფ ჰოლდინგი“ სინგაპურელ ინვესტორებთან თანამშრომლობას გეგმავს.
ბოლო წლებში საქართველსა და სინგაპურს შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა.
„მათი ძირითადი ინტერსი ლოჯისტიკა და სასაწყობო მეურნეობების განვითარება არის. ასევ ინტერესი გამოთქვეს სხვადასხვა სფეროებში, ენერგეტიკასა და სოფლის მეურნეობაში“,- განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ქეთევან ბოჭორიშვილმა.
„აქ 9 კომპანიის წარმომდგენელი იმყოფება, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სინგაპურის ბიზნესდელეგაცია საქართველოს ეწვია, დარწმუნებული ვარ, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის დიდი პერსპექტივაა“,- განაცხადა ბიზნეს ფედერაციის აღმასრუელებმა დირექტორმა ჰო მენგ კიტმა.
მასალის გამოყენების პირობები






