ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვა - შედეგები და გამოწვევები სასჯელაღსრულების სისტემაში
საზოგადოება - 10:51, 10 Oct, 2014     1610

10 ოქტომბერი ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა. ფსიქიკური აშლილობები მსოფლიო მასშტაბით 450 მილიონ ადამიანს აღენიშნება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ზოგად მოსახლეობასთან შედარებით, გაცილებით მაღალია ფსიქიკური აშლილობების ტვირთი თავისუფლების აღკვეთის ადგილებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. სხვადასხვა მონაცემებით პატიმართა ნახევარზე მეტს მსოფლიოში ფსიქიკური აშლილობები აღენიშნება - მათ შორის წამყვან ადგილს იკავებს პერსონოლოგიური აშლილობები, დეპრესია და ფსიქოზური რეგისტრის აშლილობები.

პატიმართა ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვა და ხელშეწყობა 2013 წლიდან პენიტენციური ჯანდაცვის ერთ-ერთი პრიორიტეტია. სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრომ ამ პერიოდში მოახდინა:

პირველადი ჯანდაცვის სისტემის რეფორმირება და ფსიქიკური აშლილობების გამოსავლენად პერსონალის ნაწილის გადამზადება;

ფსიქიატრების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ყველა დაწესებულებაში;

სუიციდის პრევენციის პროგრამის ინიცირება ხუთ დაწესებულებაში;

ახალი ფსიქიატრიული განყოფილების გახსნა პაციენტთა ჰოსპიტალიზაციისთვის;

ფსიქოტროპული მედიკამენტების ავადმოხმარების და მათზე დამოკიდებულების წინააღმდეგ ეფექტური ზომების გატარება;

დროული რეფერალის ორგანიზება სასამართლო ფსიქიატრიის და სამოქალაქო ჯანდაცვის ფსიქიატრიულ დაწესებულებებთან;

„გონივრული დაკავების“ კონცეფციის დამუშავება და შესაბამისი პროექტის ინიცირება სასჯელაღსრულების ორ დაწესებულებაში.

მიუხედავად ამისა, ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვა კვლავ რჩება საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში სერიოზულ გამოწვევად. პატიმართა მიერ ჩადენილი თვითდაზიანების და თვითმკვლელობის ფაქტები არის მუდმივი სიგნალი სერვისების და სისტემის შემდგომი განვითარებისა და ადამიანური რესურსების მომზადებისთვის - სამედიცინო, ფსიქო-სოციალურ და უსაფრთხოების რგოლებს შორის უფრო დინამიური და ეფექტური კოორდინაციის მისაღწევად.

2015 წლიდან სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო გეგმავს ინტერვენციების გაფართოებას და ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის არეალის გაფართოებას ქცევითი ჯანმრთელობის (Behavioral Health) საკითხების ჩათვლით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42