აზერბაიჯანში მომხდარ ავტოავარიაში დაღუპული ბავშვი მარნეულში გადაასვენეს
საზოგადოება - 09:35, 10 Oct, 2014     1248

ბაქო-თბილისის გზაზე გეკგელის რაიონში მომხდარ ავტოავარიაში დაღუპული ბავშვი გვიან ღამით მარნეულის რაიონის სოფელ ზემო სარალში გადაასვენეს.

ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ მოხდა. ავტობუსი სატვირთო ავტომობილს შეეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა. მთლიანად დაიწვა მგზავრების ბარგი და დოკუმენტები. საქართველოს მოქალქეებისთვის საზღვრის გადმოკვეთა აზერბაიჯანში საქართველოს საკონსულომ უზრუნველყო და მათთვის დროებითი სამგზავრო დოკუმენტები გასცა.

შემთხვევის შედეგად კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა და 20 დაშავდა. მათ განჯის საავადმყოფოში მკურნალობენ. ბაქო-თბილისის ავტობუსით სულ 40-მდე ადამიანი მგზავრობდა, მათ შორის საქართველოს 15 მოქალაქე. ორი დაშავებული თბილისში რეანიმობილით თბილისში გადმოიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა უკვე ჩაუტარდათ. ექიმების თქმით, დაშავებულთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ამ დროისათვის განჯის საავადმყოფოში საქართველოს ორი მოქალაქე რჩება. მათგან ერთი ავტობუსის მძღოლია.

ავარიის გამომწვევ მიზეზებს აზერბაიჯანელი სამართალდამცველები იკვლევენ. არის ვარაუდი, რომ ავტობუსის მძღოლს ჩაეძინა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42