ავარიული სახლების გამაგრება-გაძლიერების სამუშაოები მალე განახლდება
საზოგადოება - 16:09, 09 Oct, 2014     891

ბოლო დღეების განმავლობაში მოსახლეობის მხრიდან ხშირად ისმის კითხვა ავარიული სახლების გამაგრება-გაძლიერების სამუშაოებთან დაკავშირებით. აღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად ამჟამად გამოცხადებულია ტენდერები, რის შემდეგაც უკვე დაიწყება ამ სახლების გამაგრება-გაძლიერება. პროგრამა შეეხება უკიდურესად ავარიულ მდგომარეობაში მყოფ მრავალსართულიან, მრავალბინიან კორპუსებს, რომელიც გადაუდებელ რეაბილიტაციას საჭიროებს. ჯამში, მიმდინარე წელს 46 ავარიული სახლის გამაგრების სამუშაოები დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის აგვისტოში თბილისის წინა ხელისუფლების მიერ ავარიული სახლების გამაგრება-გაძლიერების სამუშაოებზე გამოცხადებული 12 ტენდერიდან ახალ ადმინისტრაციას 9 ტენდერის შეწტვეტა მოუხდა, ვინაიდან ტენდერი შემსრულებელ კომპანიებს, პრაქტიკულად, არანაირ მოთხოვნებს არ უყენებდა. ეს კი, საბოლოო ჯამში, უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებს, არაეფექტურად დახარჯულ საბიუჯეტო სახსრებსა და მოსახლეობის უკმაყოფილებას გამოიწვევდა.

სატენდერო კომისიამ ხელშეკრულების პირობებში მეტი სიცხადის, მხარეთა ვალდებულებების მკაფიოდ განსაზღვრისა და პროექტების მართვის გაუმჯობესების მიზნით, სატენდერო დოკუმენტაციაში ცვლილებები შეიტანა. კერძოდ:

1. გაიზარდა კომპანიის მხრიდან ხარისხის უზრუნველყოფის გარანტია, რაც შესრულებული სამუშაოს ხარისხს აამაღლებს.

2. კომპანიამ უნდა წარმოადგინოს შესასრულებელ სამუშაოთა წარმოების გეგმა-გრაფიკი;

3. დაიხვეწა საჯარიმო სანქციების ფორმა, ოდენობა და გადახდის ვადები.

4.კომპანიები ვალდებული გახდნენ, სამუშაოთა შესრულების შემდეგ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე, წარმოადგინონ საექსპერტო დასკვნა;

5 გაიზარდა მიმწოდებლის მიერ წარმოსადგენი საბანკო გარანტიის ოდენობა;

6. დაიხვეწა ანგარიშწორების პირობები

7.სამუშაოთა შესრულების დროს შემსრულებელი ვალდებული გახდა, მასალების გამოცდისათვის საჭირო სპეციალიზირებულ ლაბორატორიაში ჩაატაროს გამოყენებული ძირითადი მასალების ხარისხის ყველა საკონტროლო გამოცდა; ამასთან, შემსრულებელმა უნდა წარმოადგინოს აღნიშნული ლაბორატორიული დასკვნები.

ზემოაღნიშნული ცლილებების შესაბამისად, გადაიხედა და დაიხვეწა ყველა ტენდერის ტექნიკური დავალება. შეწყვეტილი ტენდერებიდან დღეისათვის განმეორებით გამოცხადებულია 3 ტენდერი 8 ავარიული სახლის გამაგრება-გაძლიერების სამუშაოებზე. მომდევნო კვირას დამატებით გამოცხადდება 5 ტენდერი 15 ავარიულ სახლზე, ხოლო დანარჩენი შეწყვეტილი ტენდერები 13 ავარიულ სახლზე თვის ბოლომდე განმეორებით გამოცხდდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42