მკვდრის გაქცევა – ეძღვნება იმ ქალებს, ვინც სიყვარულის გამო დასაჯეს
საზოგადოება - 15:31, 09 Oct, 2014     6220

მე ახლა ვწევარ თეთრ ზეწარში გახვეული. კეფა ტყვიით მაქვს გახვრეტილი და არ ვსუნთქავ. ჭრელი ხალიჩა, რაზეც მე ვწევარ, ნესტიანია, მაგრამ ეს ნესტი არ მაწუხებს. ჩემი სიგრძე მეტრი და 70 სანტიმეტრია, წონა 52 კილოგრამი. არ იქნება ძნელი ჩემი მხარზე გადება და მიწაში ჩაფვლა. საფლავის გათხრაც არ იქნება ძნელი. დიდი დიდი ერთი საათი წაიღოს.

სანამ მზე ჩავა გამიდებს მხარზე ჩემი ძმა, ერთსაც არ წამოიკვნესებს, ისე გამოიხურავს სახლის კარს და მიწაში ჩამდებს. კეფაც იმან გამიხვრიტა - უცხო კაცს თმას აფერებინებდიო.

ახლა შავ თმაზე წებოვანი სისხლის წვეთები, როგორც ყაყაჩო ისე მახმება და ველოდები 5 წლით უფროს ძმას, რომ გამიდოს მხარზე და მიწაში ჩამდოს.

ველოდები ძმას, რომელსაც ადრე, ბავშვობაში, ტკბილეული უბით მოჰქონდა. ზოგს მე მომცემდა, ზოგს თვითონ დაიტოვებდა და იმ ჭრელ ხალიჩაზე, რომელზეც ახლა თეთრ ზეწარში გახვეული ვწევარ, ფეხმორთხმულები დიდხანს ვღეჭავდით ვანილის გემოს.

კაცი, რომელიც თმაზე მეფერებოდა - როგორც ღმერთი ისე მიყვარდა. ან უფრო მეტად, ღმერთზე მეტად, აბა ღმერთი როდის მომფერებია?

მის ნაკოცნ მკერდს ახლა თეთრი ზეწარი შემოტმასვნია და კერტები უკან ჩაუტრიალებია.

მის ნაკოცნ თვალებში ისეთი სიბნელეა, როგორც ბურკაში, რომელიც წუხელ, ძილის წინ ისე გავიძრე, აზრადაც არ მომსვლია, რომ დღეს მის მაგივრად თეთრ ზეწარში გამახვევდნენ.

დიდი მადლობა ჩემო ძმაო, რომ შავი ბურკა შემიცვალე ამ თეთრი ზეწრით.

დიდი მადლობა ჩემო ძმაო, რომ ამ საღამოს, მტვრიანი ქუჩის ბოლოს, ჩემ კაცს გაუხვრეტ ტყვიით საფეთქელს.

დიდი მადლობა ჩემო ძმაო, რომ მოგვეხმარე გაქცევაში...

მერე რა რომ თეთრ ზეწარში უსულოდ ვწევარ.

თეთრი ზეწარი შავ ბურკაზე მეტად მიხდება.



ნინო თარხნიშვილი – რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტი, მწერალი
წყარო facebook.com





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42