„შეიძლება ისაუბრონ განსაკუთრებულ მიღწევებზე, მაგრამ ვერაფერს მოუხერხებ არსებულ რეალობას. ეს მკაცრი რელობა ასახულია სახელმწიფო ბიუჯეტში და, ვფიქრობ, 2015 წელი მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის კვლავ სიღარიბის წელი იქნება“, - აცხადებს ექსპერტი და ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე, რომელსაც „რეზონანსი“ 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მნიშვნელოვან ასპექტებზე ესაუბრა.
„მთავარი რაც განსაზღვრავს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებს და ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, ეს ეკონომიკაა. 2015 წელს საქართველოს ეკონომიკა, ანუ მთლიანი შიდა პროდუქტი, გაიზრდება 5%-ით. ეს ტემპი გაგრძელდება 2018 წლის ჩათვლით. ანუ, ჩვენ ვერ გავდივართ რაიმე დაჩქარებული ზრდის ტრაექტორიაზე და ამ წლების განმავლობაში რაიმე შესამჩნევი ცვლილება სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის თავლსაზრისით ვერ იქნება. ეს არის მარტივი კვლავწარმოების რეჟიმში ყოფნა, როდესაც ვერ ხერხდება ზრდის ახალი ფაქტორების გაჩენა და რაიმე გარდატეხის შეტანა ქვეყნის განვითარებაში“,- განაცხდა დემურ გიორხელიძემ.
წყარო: გაზეთი "რეზონანსი"
მასალის გამოყენების პირობები






