შპს "მადას" წარმოებული ხორცპროდუქტები საკვებად არ მიიღოთ - სეს მოსახლეობას აფრთხილებს
საზოგადოება - 14:13, 09 Oct, 2014     4833
სურსათის ეროვნული სააგენტო მიმართავს მოსახლეობას, მათ, ვინც ამ დღეებში შეიძინა შპს „მადას" წარმოებული პელმენი, ხინკალი, ქაბაბი და სხვ. ხორცპროდუქტები არ მიიღოს საკვებად.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შპს "მადას" წარმოების ხორცის პელმენში პათოგენური მიკროორგანიზმი "ლისტერია მონოციტოგენეზი" აღმოაჩინა, რის გამოც დაიწყო აღნიშნული წარმოების პროდუქციის ქსელიდან ამოღება და განადგურება, პარალელურად კი ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერდა და დაჯარიმდა.
"ლისტერია მონოციტოგენეზი" პათოგენური მიკროორგანიზმია, რომელიც ძალიან საშიშია ადამიანის, განსაკუთრებით ბავშვებისა და ორსული ქალების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. სურსათის ეროვნული სააგენტო კანონმდებლობის შესაბამისად აფრთხილებს მოსახლეობას, თუკი ვინმეს ნაყიდი აქვს შპს "მადას" წარმოების ხორცის ნახევარფაბრიკატები (პელმენი, ხინკალი, ქაბაბი), არ გამოიყენოს საკვებად და შეატყობინოს სააგენტოს აღნიშნულის შესახებ.
პათოლოგიური მიკროორგანიზმი "მადას" პელმენში სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის - სურსათის ნიმუშების ლაბორატორიული კვლევის ფარგლებში გამოვლინდა. საწარმოში, რომელიც მუხიანში მდებარეობს, ჩატრადა არაგეგმური ინსპექტირება, რომლის შედეგადაც, გარდა პათოგენური მიკროორგანიზმით მზა სურსათის დაბინძურებისა, გამოვლინდა კიდევ 2 კრიტიკული შეუსაბამობა: ბიზნეოპერატორს არ აქვს დაცული ხორცპროდუქტების სათანადო ტემპერატურით დამუშავების პირობები, საწარმოში არ არის ცხელი წყალი; ასევე, არ ხდება სურსათთან უშუალოდ შეხებაში მყოფი საგნებისა და აღჭურვილობების რეცხვა-დეზინფიცირება ცხელი წყლით.
კანონმდებლობის შესაბამისად, ამ დარღვევების გამო ბიზნეოპერატორს შეუჩერდა საწარმოო პროცესი და დავალა მავნე სურსათის ქსელიდან გამოთხოვა.
სურსათის ეროვნული სააგენტო საჭიროების მიხედვით დამატებით მიაწვდის მოსახლეობას ინფორმაციას რისკის შემცველი პროდუქტის შესახებ, აგრეთვე იმ ზომების თაობაზე, რომლებიც მიიღება რისკის აღმოსაფხვრელად.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42