თბილისის მთავრობა შპს „თბილსერვისის“ ხელმძღვანელობის ანგარიშს მოისმენს. ანგარიშის მოსმენა, ხვალ, 10 ოქტომბერს 14:00 საათზე შედგება.
როგორც მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცადა, პარასკევის ტრადიციული მოსმენების ფორმატში, შეფასდება „თბილსერვისის“ საქმიანობა.
შეხვედრაზე სამომავლო გეგმებზეც იმსჯელებენ, მათ შორის, განიხილება ქალაქის ვიწრო ქუჩებში სადისტრიბუციო და დასუფთავების მანქანების მოძრაობის სქემის შეცვლის საკითხი, რათა პიკი საათებში საავტომობილო მოძრაობას ხელი არ შეეშალოს.
პარასკევის ტრადიციული შეხვედრების ფორმატში თბილისის მთავრობამ უკვე მოისმინა თბილისის სერვისის მიმწოდებელი კომპანების: შპს „ჰერმესის“, „სითი-პარკის“, „თელასის“, „ყაზტრანსგაზ-თბილისის“, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის, outdoor.ge-ს, „GWP“-ს და „თბილისის მიკროავტობუსის“ ხელმძღვანელების ანგარიშები და სამომავლო გეგმებზე იმსჯელა.
მასალის გამოყენების პირობები






