სოზარ სუბარმა ონში დევნილ ოჯახებს ბინები გადასცა
საზოგადოება - 11:27, 09 Oct, 2014     1439

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა ონში, 8 დევნილ ოჯახს ახალი ბინების გასაღებები გადასცა.

დევნილთა და განსახლების სამინისტრომ, ონში, ბააზოვის ქ. N1-ში მდებარე ყოფილი პოლიციის შენობას სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარა და საცხოვრებლად გადააკეთა.

ონის ქუჩაზე საცხოვრებელი ფართის მისაღებად, დევნილთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის ტერიტორიულ ორგანოს 33-მა აპლიკანტმა მიმართა, საიდანაც დევნილთა გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, 8 დევნილი ოჯახი შეირჩა.

დევნილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, ბინით ის დევნილი ოჯახები დაკმაყოფილდნენ, რომლებსაც ყველაზე რთულ პირობებში უხდებოდათ ცხოვრება. მომავალ წელს კი ონში დევნილთა განსახლების პრობლემა აღმოიფხვრება.

„8 ოჯახმა იზეიმა ახალმოსახლეობა და მომავალ წელს იმედი გვაქვს, რომ ონის თემას საერთოდ დავხურავთ. მყარი შენობაა და ხარისხიანად არის გარემონტებული. მინდა ყველა დევნილს მივულოცო და ვუსურვო ახალ ბინებში ბედნერად ცხოვრება და რაც მთავარია მალე დაბრუნება საკუთარ სახლ-კარში. ეს არის ყველა ჩვენგანის მთავარი ამოცანა“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ყოფილი პოლიციის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია შპს „სითი ბილდერმა“ ჩაატარა. შენობაში 8 ბინაა, აქედან 2-სამოთახიანი, 4-ოროთახიანი და 2-ერთოთახიანი.

მინისტრი და მისი მოადგილეები ონში ვიზიტისას დევნილებსაც შეხვდნენ და ყოფილი საავადმყოფოს შენობა დაათვალიერეს, რომელსაც შესაძლებელია დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით რეაბილიტაცია ჩაუტარდეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42