თბილისელების აზრი: ეს ბოლო ,,კაზანტიპი“ ყოფილიყოს საქართველოში
საზოგადოება - 13:51, 08 Oct, 2014     1264
კომპანია ,,ეისითიმ“ ,,კაზანტიპის“ ფესტივალთან დაკავშირებით თბილისელების აზრი გამოიკითხა. ,,ნიუპოსტი“ გთავაზობთ კომპანიის მიერ მოწოდებული კვლევის შედეგებს:

ელექტრონული მუსიკის 10 დღიანი უკრაინული ფესტივალი „კაზანტიპი“ 1992 წლიდან იმართება. თუმცა მას იშვიათად გამოუწვევია ისეთი აჟიოტაჟი, როგორიც საქართველოში 2014 წლის აგვისტოში იყო. „კაზანტიპი“ გახდა საქართველოს მოსახლეობაში აზრთა სხვადასხვაობის კიდევ ერთი მიზეზი.

სწორედ თემის აქტუალობის გამო „ეისითი“ დაინტერესდა იმით, თუ რეალურად რას ფიქრობს თბილისის მოსახლეობა ამ ფესტივალზე და როგორ აფასებს უკვე დასრულებულ „კაზანტიპს”.

კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ თბილისის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი თვალს ადევნებდა ფესტივალთან დაკავშირებულ მოვლენებს - 98%-ს სმენია იმის შესახებ, რომ ანაკლიაში გაიმართა “კაზანტიპი-2014”. მათგან 1% თვითონაც დაესწრო, თუმცა 22%-ს ჰქონდა სურვილი, პირადად დასწრებოდა ამ ფესტივალს, თუმცა, საგულისხმოა, რომ ამ სურვილს კაცები უფრო გამოთქვამდნენ (36%), ვიდრე ქალები (11%). ამასთან, ფესტივალზე დასწრების სურვილი ძირითადად 35 წლამდე თბილისელებმა გამოავლინეს.

უნდა ჩატარებულიყო თუ არა კაზანტიპი საქართველოში? ამ საკითხზე ბევრი დისკურია გაიმართა და მოსაზრება დაიწერა. საინტერესოა რას ფიქრობს თბილისის მოსახლეობა ფესტივალის ჩატარების შესახებ.

როგორც აღმოჩნდა, „კაზანტიპის“ მიმღებლობის მიხედვით თბილისელები ზუსტად 2 ნაწილად იყოფიან - ხუთიდან 2 გამოკითხულისთვის (39%) „კაზანტიპის“ საქართველოში ჩატარების ფაქტი მისაღებია, ხოლო იმხელავე ნაწილისთვის (38%) - მიუღებელი. თბილისელების მეხუთედი (19%) ნეიტრალურ პოზიციას აფიქსირებდა.

საინტერესოა, ექნება თუ არა ჩვენს მოსახლეობას ამ ფესტივალის საქართველოში განმეორების სურვილი? „ეისითი“ ამ კითხვითაც დაინტერესდა „კაზანტიპის“ საბოლოო შედეგებისა და ამ ფესტივალის მიმართ მოსახლეობის განწყობიდან გამომდინარე. როგორც აღმოჩნდა, თბილისის მოსახლეობის 39% მხარს უჭერს კაზანტიპის საქართველოში განმეორებით ჩატარებას, ხოლო თბილისელთა ნახევარი (50%) ამჯობინებს ეს ბოლო „კაზანტიპი“ ყოფილიყოს საქართველოში.

გამოკითხვა ჩატარდა 410 ზრდასრულ თბილისელს შორის, 2014 წლის სექტემბერში, მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება არ აღემატება 4.84%-ს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42