სააგენტოს მიერ განხორციელებული სპეციალური ჭრების ფარგლებში დამზადებული მერქნული რესურსის საკუთრების უფლებით გაცემის მიზნით, ეროვნული სატყეო სააგენტო აუქციონის შესახებ ინფორმაციას ინტერნეტ გვერდზე – eauction.ge და სააგენტოს ვებ–გვერდზე აქვეყნებს. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად, დარეგისტრირება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეუძლია.
ეროვნული სატყეო სააგენტო მიმდინარე წლის სექტემბრიდან ამბროლაურის მუნიციპალიტეტში საპილოტე პროექტს ახორციელებს. მთავრობის 242-ე დადგენილებით, მას მიენიჭა უფლება თავად დაამზადოს ხე-ტყე და უზრუნველყოს მისი რეალიზაცია აუქციონის წესით.
ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ, ტყის მდგრადი მართვის სისტემის დანერგვით შესაძლებელი გახდება შენარჩუნებული და გაუმჯობესებული იქნეს ტყეების სასარგებლო ფუნქციები და თვისებები. საპილოტე პროექტიდან მიღებული შემოსავლები ტყის მოვლას, აღდგენასა და დაცვას, ასევე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესდებას მოხმარდება. შედეგად, დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა და გაიზრდება სატყეო სექტორის წილი ქვეყნის ეკონომიკაში.
მასალის გამოყენების პირობები






