სასჯელაღსრულების სამინისტრომ ორ უნივერსიტეტთან მემორანდუმი გააფორმა
საზოგადოება - 18:31, 07 Oct, 2014     1344

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან მემორანდუმი გააფორმა. დოკუმენტს ხელი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ ბესიკ დევდარიანმა, თსუ-ს რექტორის მოადგილემ სოსო სალუქვაძემ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიგა ზედანიამ მოაწერეს. მემორანდუმი მიზნად ისახავს სოციალურ მუშაკთა პროფესიის განვითარებასა და კვალიფიციური კადრების მომზადების ხელშეწყობას.

ანალოგიური დოკუმენტი გაფორმდა ასევე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასა და იმავე უმაღლეს სასწავლებლებს შორის საუნივერსიტეტო არჩევითი კურსის შესახებ „სოციალური მუშაობა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში“. კურსი მომზადებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.

მემორანდუმის ფარგლებში იგეგმება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში მომუშავე სოციალური მუშაკების მომზადება უნივერსიტეტების ბაზებზე. გარდა ამისა, უნივერსიტეტები მოამზადებენ სოციალური მუშაკების კვალიფიციურ კადრებს სასჯელაღსრულების სფეროში დასასაქმებლად.

ხელმოწერილი მემორანდუმების თანახმად, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო შექმნის პირობებს სოციალური მუშაობის მიმართულების ბაკალავრიატებისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის, პრაქტიკის გასავლელად, სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურაში. თავის მხრივ, უნივერსიტეტები შეძლებენ ახალი არჩევითი კურსის საშუალებით სოციალური მუშაობის სამაგისტრო სწავლების სტუდენტებს შესთავაზონ საბაზისო ცოდნა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში სოციალური მუშაობის საუკეთესო გამოცდილების შესახებ.

ამ საკითხებთან დაკავშირებით ეროვნულმა ბიბლიოთეკამ უმასპინძლა საჯარო დისკუსიას თემაზე „სოციალურიმუშაობასისხლისსამართლისმართლმსაჯულებისსისტემაში“. დისკუსიაში მონაწილეობდნენ ექსპერტები, რომლებსაც სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება აქვთ. საკუთარი ხედვები და წინადადებები პრეზენტაციის სახით წარადგინეს საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა და სტუდენტებმა. აღინიშნა სოციალური მუშაობის როლის გაძლიერებისა და მომავალი განვითარების აუცილებლობის შესახებ.

ღონისძიება ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის ხელშეწყობა საქართველოში“ - ფარგლებში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42