მაიკლ ფელპსი საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობას 6 თვის განმავლობაში ვერ მიიღებს. ასეთი სანქცია ამერიკელ მოცურავეს ამერიკის ცურვის ფედერაციამ დააკისრა.
ორშაბთს ,6 ოქტომბერს, ფელპსი მთვრალ მდგომარეობაში ავტომობილის გადაჭარბებული სიჩქარით მართვის გამო მერილენდის პოლიციამ დააკავა. ის ლიმიტირებული 72კმ/სთ- ს ნაცვლად 135 კმ/სთ-ით მოძრაობდა.
ოლიმპიური თამაშების ისტორიაში, ყველაზე ტიტულოვანმა სპორტსმენმა თავისი საქციელის გამო ბოდიში მოიხადა და განაცხადა რომ ალკოჰოლის დამოკიდებულებაზე მკურნალობის კურსს ჩაიტარებს
"წარმიდგინეს ბრალი ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის, სიჩქარის გადაჭარბებისა და ორმაგი ღერძულა ხაზის გადაკვეთის გამო, - დაწერა ფელპსმა სოციალურ ქსელში. - ვაცნობიერებ საკუთარი მოქმედების სერიოზულობას და პასუხისმგებლობას ვიღებ. მინდა ყველას ბოდიში მოვუხადო; ყველას, ვისთვისაც ეს საქციელი იმედგაცრუება იყო. ცურვა ჩემი ცხოვრების მთავარი ნაწილია, მაგრამ ამჟამად კონცენტრირებული უნდა ვიყო საკუთარ პიროვნებაზე და შესაბამისი სამუშაო ჩავატარო მომხდარიდან საჭირო დასკვნების გამოსატანად"
შეგახსენებთ, 29 წლის 18-გზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა მაიკლ ფელპსმა წელს განაახლა კარიერა -ამერიკელი აგვისტოში წარმატებით გამოვიდა აშშ-ის ჩემპიონატზე და 2016 წელს რიო-დე-ჟანიეროს ოლიმპიადაზე გამოსვლას გეგმავს.


მასალის გამოყენების პირობები






