განათლების მინისტრი სტატუსშეჩერებული სტუდენტების საკითხთან დაკავშირებით, სტუდენტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით დაკომპლექტებულ საინიციატივო ჯგუფს შეხვდება. ამის შესახებ განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
"ვინაიდან ამ საკითხის მიმართ ინტერესი დიდია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე დაინტერესებულ სტუდენტთა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით დაკომპლექტებულ საინიციატივო ჯგუფთან გამართავს შეხვედრას.
მიმდინარე კვირაში მინისტრი სამუშაო ვიზიტით იმყოფება საზღვარგარეთ. შესაბამისად, აღნიშნული შეხვედრა მომავალ კვირას გაიმართება. შეხვედრის ორგანიზების მიზნით, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტის სტუდენტთა სოციალური ხელშეწყობის სამმართველოს უფროსს ვალერი გობრონიძეს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცხელ ხაზზე: 2 200 220", - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






