5221 ფაილი და 260 ფოლდერი - ასეთია იმ მასალის სრული მოცულობა, რომლის ნაწილიც ამ დღეებში „ქრონიკა+“-ის მიერ გასაჯაროვდა.
ჩანაწერების გამოქვეყნებას სერიოზული სკანდალი მოჰყვა, ფარული ჩანაწერების ერთერთმა გმირმა, ვლადიმერ ხომერიკმა, ჩანაწერების ავთენტურობა უკვე დაადასტურა და განაცხადა, რომ მას მოსკოვში მცხოვრები ქართველი - ზაზა გაბედავა იწერდა.
„ზოგადად, ყველა ჩანაწერში მხოლოდ ორი მხარეა, ორივე მხარის ვინაობა იდენტიფიცირებულია. ლოგიკით, საუბარს ან ერთი მონაწილე იწერდა, ან - მეორე, ან - ორივე ერთად. გამომდინარე აქედან, ძნელი დასადგენი არ არის იმ პირთა წრე, რომელსაც ამ ჩანაწერის გასაჯაროება, ან მესამე პირისთვის გადაცემა შეეძლო.
პირადად ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, როგორც პირადი მეგობრების, ისე ნებისმიერი სხვა პირის ფარულად ჩაწერა. მით უფრო ამ ჩანაწერების შენახვა-დაარქივება და მესამე პირისთვის რაიმე ფორმით გადაცემა.
აქ, ცხადია, არ მოვყვები ჩემი და ლადო ბედუკაძის ურთიერთობის დეტალებს, რამდენიმე თვეა ვითმენ მის მიზანმიმართულ კამპანიას პირადად ჩემი და „ქრონიკა+“-ის წინააღმდეგ, რომელსაც ის „საერთო გაზეთთან“ ერთად ეწევა, მაგრამ მან რამდენიმე კვირის წინ წითელი ხაზი გადაკვეთა, როცა ამავე გაზეთში ჩემი და მისი ე.წ. მიმოწერა გამოაქვეყნა, რომელიც ჩვენი კოლეგების პირად ცხოვრებას და თითქოსდა ჩემს მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს ეხებოდა.
ამ საკითხთან დაკავშირებით მე უკვე მივმართე დამოუკიდებელ ექსპერტს, რომელმაც ჩანაწერების ექსპერტიზა უნდა ჩაატაროს. ლადო ბედუკაძეს უმორჩილესად ვთხოვ, როგორც კი მას დაუკავშირდებიან, მის ხელთ არსებული მასალები ექსპერტიზას გადასცეს, მას სოციალურ ქსელში დაბლოკილი ვყავარ და ამას პირადად ვერ ვახერხებ, სწორედ მიმოწერის სრული ტექსტის წარდგენის შემდეგ გახდება ცხადი - ვინ რას ლაპარაკობს და რა ფორმით.
ჩანაწერების მოცულობიდან გამომდინარე, ძნელია ზუსტად ვთქვა, კიდევ რა ჩანაწერები ინახება ამ მეხსიერების ბარათზე.
ამჯერად ვიქტორ ჭელიძისა და ზაზა გაბედავას საუბრის კიდევ ერთ ფრაგმენტს გთავაზობთ“, - წერს კილაძე.
მის წერილში ზემოთ აღნიშნული ჩანაწერია მოყვანილი:
ვ.ჭ. თქვენ თუ ის გგონიათ, ბიჭო, ვიღაცა ბარბაქაძესთან, სილაგაძე, აი, ისაა...
ზ.გ. ბარბაქაძე ვინა, აკია?
ვ.ჭ. არა, არა, აკია არა, აქ ერთი ქალია, ყოფილი გიორგაძის თანაშემწეა, ქალია, რომელიც 82 წლებში... მე გამოგიგზავნი დოსიეს, გინდა? გამოგიგზავნი, მაგ ქალი ვინ არის, განახენ, ახლა, აი.
ზ.გ. ეგ, მე მგონი, მეც მებაზრება „ფეისბუქში“, ბოზი ვიყო, მოსკოვში უნდოდა ჩამოსვლა. უცხოეთში რომ ცხოვრობს.
ვ.ჭ. მოგივიდა?
ზ.გ. მოიცა, ვნახავ.
ვ.ჭ. მიიღე ესა, წაიკითხე და ნახავ, ვინ არი. ჯერ ერთი, ლადო თვითონ მოვიდა ჩემთან, მე არ მიჩალიჩნია, მერე რა, ფული თვენახევარი აგერ იყო ჩემთან, მე ვაჭმევდი. ჩემთან იყო სახლში, კაპიკი ფული არ აქვს, რაის ფული? ან ვისი ფული მინდა, მე მაგათი დედას შე...ცი. მე მაშინ დუმბაძემ მომცა მილიონი და ის არ ავიღე. ვისი ფული მინდა მე?
ზ.გ. დუმბაძემ რისი ფული მოგცა? რომამ?
ვ.ჭ. ხო, რომანამ და გოგიტიძემ, ხომ მაქვს მოყოლილი, „ბრატ“, ხომ მაქვს მოყოლილი, ცოლზე რომ მიმიწერა, ჩანაწერი გვაქვსო, გამოაქვეყნოს, ან მომწეროს, ან მომცეს ეს ჩანაწერი, ბევრს რომ ტლიკინებენ მანდ, კაცო.
ზ.გ. არ მაქვსი, ციცოს ვებაზრე მე.
ვ.ჭ. არა მაქვსო, ხო?
ზ.გ. ასე მითხრა ციცომ.
ვ.ჭ. ხო, რა ვი, ვიღაცა კი წერდა, იქ მაქვსო და რა გითხრა, თუ აქვთ, გამოაქვეყნონ.
ზ.გ. ააა, გოჩა დოღონაძის ქვრივი, ვიცნობ ამ ქალს, ბიჭო.
ვ.ჭ. ხომ იცნობ? ჯერ ახლა სად არიან, ჩემი საქმის გამოძიება დაიწყოს თბილისში, ამას ახლა იქითა წელს მორჩება ეს. ყველაფერი იქითა წლის გაზაფხულამდე, მერე სად წავლენ, მე მაგათ დედებს მოვუტყნავ. მუმიას გადაეყარნენ.
ზ.გ. მე არ ჩამწერეს სიაში პოლიტპატიმრები, ამ ნაბ...ებმა.
ვ.ჭ. მე რომ დავურეკე ნანას, კაკაბაძეს, რატომ არა ვარ-მეთქი სიაში, ოფისი დამეწვაო და ბოდიშიო, შენი საქმე დამეწვაო.
ზ.გ. რა ვიცი, ეკა ბესელიამ ჩაგწერთო და არ ჩამწერეს, ახლა სოსო ჩამოდის აქ, ჯაჭვლიანი, სოსო კარგი ბიჭია, უნდა შევხვდე და ჩემი საქმე გავარკვიო.
მასალის გამოყენების პირობები






