"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" ე.წ. "ოდეერებთან" დაკავშირებით ინფორმაციას აქვეყნებს
საზოგადოება - 09:45, 07 Oct, 2014     2044
არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით ,,ოდეერთა“ სიაში არიან ზაზა მაზმიშვილი, ვლადიმერ ბუნტურიძე და ზაზა მალუძე. როგორ ორგანიზაციაში აღნოშნავენ, ზაზა მაზმიშვილი, რომელსაც თანამშრომლები "გენერალს" ეძახიან, დღესაც კომუნიკაციების კომისიაში თავმჯდომარის მრჩევლის პოსტზე მუშაობს და ის განაგრძობს თანამშრომლების შესახებ სხვადასხვა სახის ინფორმაციის შეგროვებას. ორგანიზაციის ცნობით, მაზმიშვილის ანაზღაურება ხუთი ათასამდე ლარს შეადგენს. მათივე ინფორმაციით, გარკვეული დროის განმავლობაში ვლადიმერ ბუნტურიძეც იმავე სამმართველოში მუშაობდა, სადაც – ზაზა მაზმიშვილი. ბუნტურიძის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაცია, განსხვავებით სამმართველოს სხვა თანამშრომლებისგან, იძებნება საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე.

"შევსებული დოკუმენტის თანახმად, მან 2013 წლის განმავლობაში რამდენჯერმე შეიცვალა სამსახური, მუშაობდა კერძო ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დაცვის უფროსად, იკავებდა შსს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს (დეპარტამენტი) ოფიცრები უშიშროების საკითხებში სამმართველოს უფროსის მოადგილის და საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს მინისტრის მთავარი მრჩევლის პოზიციას. ბოლო მონაცემებით კი ვლადიმერ ბუნტურიძე 2013 წლიდან დღემდე საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეს თანამდებობაზე მუშაობს. ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ტელევიზიაში ფარული მიყურადების ამსახველი ვიდეომასალის აღმოჩენის შემდეგ გამოთქვა ეჭვი, რომ ვლადიმერ ბუნტურიძე ხელისუფლებასთან თანამშრომლობდა: ვლადიმერ ბუნტურიძის სახელი ფიგურირებდა ასევე ოპოზიციური პარტიის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში, რომლის მიხედვითაც მან სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე 2013 წლის დეკემბერში ხელფასის სახით 38 390 ლარი მიიღო. იმ პირთა უმეტესობის შესახებ, რომლებიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს (დეპარტამენტი) ოფიცრები უშიშროების საკითხებში სამმართველოს, სადაც ზაზა მაზმიშვილი და ვლადიმერ ბუნტურიძე მუშაობდნენ, უფროსის ან მისი მოადგილის თანამდებობას იკავებდნენ, საჯარო წყაროებში ინფორმაცია არ მოიპოვება. თუმცა გამონაკლისია ზაზა მალუძე, რომელსაც 2013 წლის 14 მარტს წარდგენილი ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით ოფიცრები უშიშროების საკითხებში სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

2013 წლის მარტში ბიზნესმენმა ვალერი შოშიაშვილმა განაცხადა, რომ მას პროკურატურისა და ფინანსური პოლიციიის მაღალჩინოსნები აიძულებდნენ "ნაციონალური მოძრაობისთვის" თანხების გადარიცხვას. შოშიაშვილმა პროკურორი ზაზა მალუძე დაასახელა იმ პირებს შორის, რომლებიც მასზე ზეწოლას ახდენდნენ და განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, ეს პირი ისევ შსს-ს თანამშრომელია. "ჯამპსტარტ ჯორჯიას" ვებგვერდის მიხედვით, რომელზეც საარჩევნო სიის მონაცემებია დამუშავებული (მასჰასადა.მე), საქართველოში მხოლოდ ერთი სრულწლოვანი ზაზა მალუძე არის რეგისტრირებული და ის 1965 წელს დაიბადა.ზაზა მალუძის ქონებრივ დეკლარაციაშიც მითითებულია, რომ იგი 1965 წელსაა დაბადებული. 2005 წელს მალუძეს შევსებული აქვს ქონებრივი დეკლარაცია, როგორც შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილ მოადგილეს. აქვე მითითებულია, რომ ის საგამოძიებო ნაწილის პროკურორი იყო. ეს არის ზაზა მალუძის ერთადერთი ქონებრივი დეკლარაცია, რომელიც საჯარო სამსახურის ვებგვერდზე იძებნება. "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" მომავალშიც გააგრძელებს თემის კვლევას და საზოგადოების ინფორმირებას შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სხვადასხვა საჯარო დაწესებულებებში საკუთარი წარმომადგენლების, ე.წ. "ოდეერების" ყოლის შესახებ", - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42