თბილისის მეტრო ორ ტერაქტს გადაურჩა
"პრაიმტაიმთან" საუბარში კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის ხელმძღვანელი, ზაალ კასრელიშვილი ლაფანყურის ოპერაციაზე საუბრობს და აცხადებს, რომ თბილისის მეტროში ორი ტერაქტი უნდა განხორციელებულიყო.
"ნაციონალური მოძრაობისა“ და ფსევდოისლამური რადიკალური მიმართულებიდან, ფულის საჭრელი საამქრო ჰქონდათ გაკეთებული და ვის ესიამოვნებოდა, ჩვენ რომ ის მარშრუტი ვამხილეთ, რა გზითაც მიერეკებოდნენ კავკასიელებს სირიაში სასაკლაოზე საქართველოდან თურქეთის გავლით.
ამბობენ, რომ ეს თემა დღესაც დგას დღის წესრიგში. ზოგიერთი ინფორმაციით, ძირითადი ნაკადი პანკისიდან გადის იქ მცხოვრები დევნილი ჩეჩნების სახით. გასამრჯელოსაც სერიოზულს იღებენ...
პანკისის ხეობაში და საქართველოს ტერიტორიაზე არავინ იწვრთნება. საქართველოს ტერიტორიაზე ეს მარშრუტი აღარ მუშაობს. საქართველოს მოქალაქე სირიაში იქნება, ერაყში თუ პარიზში, ეს უკვე ჩვენი პასუხისმგებლობის სფერო აღარ არის არც კავკასიელების და არც საერთაშორისო საზოგადოების წინაშე.... როდესაც ჩვენ ეს მარშრუტი გავშიფრეთ, მაშინ წინა ხაზზე გავედით და საქართველოს ავაცილეთ ლოკალური ბრძოლები პანკისის ხეობაში, რასაც აუცილებლად მოჰყვებოდა რუსეთის „სპეცნაზის“ შემოსვლა და ქალაქ თბილისს თავიდან ავაცილეთ მინიმუმ ორი ტერაქტი მეტროში. ამის გამო მადლობაც არავის უთქვამს. სამაგიეროდ ვიღაცებმა ქულები ჩაიწერეს, სავარძლებში ჩასხდნენ და დიდების შარავანდედი დაიდგეს თავზე.
როდის უნდა მომხდარიყო ეს ორი ტერაქტი თბილისის მეტროში?
როგორც კი ჩვენ ამ საქმეში გამოვჩნდით, მაშინვე გვირჩიეს, დავკავშირებოდით ორ ადამიანს ისლამურ სამყაროში, მორალურ ლიდერებს. მათთან სამკვირიანი დავის, ჩხუბისა და მოლაპარაკების შემდეგ შევთანხმდით, რომ საქართველოს მოსახლეობა არაფერ შუაში იყო მომხდართან და თუ ვინმეს დაღვრილი სისხლის გამო შურისძიება უნდოდა, მას შური უნდა ეძია და სისხლი აეღო იმ კონკრეტული პირებისგან, ვინც ამ საქმეში მონაწილეობდნენ. ამ ამბიდან რამდენიმე ხნის შემდეგ დამიკავშირდნენ ჩვენი ორგანიზაციის ლიდერები და მითხრეს, რომ აღარ გაიცა ბრძანება თბილისში ტერაქტების დაწყებაზე.
როდის გვემუქრებოდა ეს ტერაქტები?
2012 წლის ნოემბრის პირველ ნახევარში. სწორედ მაშინ გადაურჩა თბილისი მეტროში ტერაქტს. ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ.
დღეს ეს საფრთხე აღარ არსებობს?
შურისძიების გრძნობა არ ჩაცხრა. ყველა გამოძიების შედეგებს ელოდება. ჩრდილოკავკასიელებს ქართველებთან ურთიერთობის გაფუჭება არ უნდათ პროვოკატორების გამო. სხვათა შორის, ისინი თავიანთ პროვოკატორებსაც ასახელებენ. არ გეგონოთ, რომ მარტო ქართველებს, რუსებსა და თურქებს ასახელებენ, რომლებიც ამ პროვოკაციაში მონაწილეობდნენ. რა თქმა უნდა, თუ დასკვნა არ დაიდება, ჩვენი კავკასიელი მეზობლების ინტერესები შეილახება და მათი სამართლიანი მოთხოვნის იგნორირება მოხდება, რა თქმა უნდა, ეს ჭრილობა ისევ გაიხსნება. ვინც ეს პროვოკაცია მოაწყო 2012 წელში, ის ისევ მოახერხებს ინციდენტების პროვოცირებას. გაუჭირდებათ, თუ 90-იანი წლებიდან დღემდე ერთი და იგივე ილეთით არ გვამარცხებენ?
ვის გულისხმობთ? ვისგან შეიძლება წამოვიდეს იგივე საფრთხე?
იგივე სპეცსამსახურებიდან შეიძლება წამოვიდეს ეს საფრთხე და ახლა უკვე რადიკალური ისლამის მეომრებისგან, რომლებმაც სირია მიწასთან გაასწორეს და ნახევარი ერაყი დაიპყრეს.
ეს საფრთხე რეალურია?
რა თქმა უნდა, საფრთხე რეალურია. როდის არ იყო რადიკალური ისლამისტებისგან საფრთხე? ახლა მით უმეტეს, როცა საქართველოში, აზერბაიჯანში, ჩრდილოეთ კავკასიაშიც ისეა გამრავლებული იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც რადიკალურ ისლამს ქადაგებენ, რომ ადგილობრივ ხელისუფლებებსაც უჭირთ მათთან გამკლავება.
დავუბრუნდეთ ჩვენი საუბრის დასაწყისს: თქვენ თქვით, რომ, თქვენი ინფორმაციით, საქმე გამოძიებულია და არ ხმაურდება. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?
ეს ჩვენი აზრია. ამ საქმეში ყველაფერი ნათელია. როდესაც ჩეჩნების მიერ შექმნილმა კომისიამ ეს საქმე გამოიძია, მათ პირდაპირ დაადეს ხელის რუსეთის სპეცსამსახურებს. შემდეგ ჩრდილოკავკასიელებმა რუსეთის სპეცსამსახურებთან ერთად თურქეთის სპეცსამსახურებიც დაადანაშაულეს. ამ ინფორმაციის ინტერნეტით გავრცელების შემდეგ ძალიან მალე თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერნეტში ატვირთა რუსეთის „ეფესბეს“ წარმომადგენლების შეხვედრა ეთნიკურ კავკასიელებთან და მათი საუბრის ჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც დიალოგში გამოიკვეთა, რომ ამ საქმეს რუსეთის სპეცსამსახურები აკონტროლებდნენ. მეტიც, აგენტიც კი ჰყავდათ ჩანერგილი მებრძოლების რაზმში. ამით თურქეთის სპეცსამსახურებმა ეთნიკური კავკასიელებისა და მუსლიმანების წინაშე თავი იმართლეს, – ჩვენ მიმართ პრეტენზიები ნუ გექნებათ, არაფერ შუაში ვართ საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთანო. ამას, ალბათ, დაემატება რომელიმე ისლამური სახელმწიფოს სპეცსამსახურები და კიდევ სირიის მაშინდელი ოპოზიციის ლიდერები. ეს ისეთი თემაა, რომ ამაზე მეტის თქმის უფლებას საკუთარ თავს ვერ მივცემ", - წერს გამოცემა.
წყარო: "პრაიმტაიმი"
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა