საქართველოში მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ
საზოგადოება - 12:36, 05 Oct, 2014     833

5 ოქტომბერს მსოფლიოში მასწავლებელთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღეს აღნიშნავენ საქართველოშიც.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში დღევანდელი დღის აღსანიშნად პედაგოგებისთვის „ტექნიკური ლაბორატორია“ გაიხსნება, რომელიც მასწავლებლებს ადგილზე დამოუკიდებლად ვიდეო-გაკვეთილების მომზადების საშუალებას მისცემს. დღესვე გაიმართება სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების გზამკვლევის პრეზენტაცია, რის შემდეგაც პედაგოგებისთვის საზეიმო მიღება და დაჯილდოება ჩატარდება. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მაჩაბელი სხვადასხვა კრიტერიუმებით შერჩეულ 12 მასწავლებელს დაასაჩუქრებენ.

მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირიც აღნიშნავს. მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე მოწვეული სტუმრებისა და თბილისის პედაგოგებისთვის წარმოდგენილი იქნება საზოგადოების ცნობილი სახეების მოგონებები მათთვის საყვარელ პედაგოგებზე. ვიდეო რგოლში მონაწილეობას იღებენ: კახი კავსაძე, ეკა მამალაძე, ნატო მეტონიძე, მაია ბარათაშვილი, ეკა მიშველაძე და სხვა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში სულ 70 000-მდე მასწავლებელია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42