დავით ნარმანიამ გამოფენა „ფოტოგრაფიის ღამე“ დაათვალიერა
საზოგადოება - 12:11, 05 Oct, 2014     1176

„ფოტოგრაფიის ღამე 2014 - ფოტოჩვენებები ძველ თბილისში ღია ცის ქვეშ“ - ასე ეწოდება გამოფენას, რომელიც "Tbilisi Photo Festival 2014“ ფესტივალის ფარგლებში მეიდანზე, შარდენის სკვერში, ერეკლე II-ის, ლესელიძის, აბო თბილელის ქუჩებსა და გუდიაშვილის ბაღში ერთდროულად იმართება.

„ფოტოგრაფიის ღამეზე“ გამოფენილი ნამუშევრები თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დაათვალიერა.

„თბილისის ფოტო ფესტივალი, რომელიც უკვე ხუთი წელია ტარდება ჩვენს დედაქალაქში, რეგიონული მასშტაბის კულტურულ ღონისძიებად იქცა. იგი სოლიდარობის გამოხატულებაა ყველა კეთილი ნების ადამიანისადმი, ვინც მშვიდობისა და სამართლიანობისთვის იბრძვის. ფოტო ფესტივალს თავისი პრინციპები და ღირებულებები აქვს, რომელთაც არასოდეს ღალატობს. პირველ რიგში, ესაა რელობის ასახვა, გარემოს კვლევა, საერთაშორისო სოლიდარობა, ჰუმანიზმი, თავისუფლებისა და მშვიდობის იდეალთა ერთგულება. განსაკუთრებით მისასალმებელია, რომ ფოტო ფესტივალში მონაწილეობენ უცხოელი ხელოვანები. მათი ნამუშევრები ეხება ყველაზე აქტუალურ და მტკივნეულ პრობლემებს, რაც ამჟამად მთელი ევროპის, მაშასადამე, საქართველოს სატკივარია“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მისივე თქმით, მეიდანი, შარდენის სკვერი, გუდიაშვილის ბაღი, ერეკლე II-ისა და აბო თბილელის ქუჩები - ყველა ეს ადგილი თავისთავად უნიკალურია და ზუსტად შეესაბამება თბილისის ფოტო – ფესტივალის სულისკვეთებას.

როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, თბილისის მერია აქტიურად დაუჭერს მხარს ფოტო ფესტივალს, როგორც დედაქალაქის კულტურის განუყოფელ ნაწილს.

„ფოტოგრაფიის ღამე“ ფოტო ფესტივალის ცენტრალური ღონისძიებაა, რომელიც თბილისის მერიის მხარდაჭერით მეხუთედ იმართება. ფოტო ჩვენებები 4 ოქტომბრის საღამოდან, მთელი ღამის განმავლობაში ძველ თბილისში, ღია ცის ქვეშ ინსტალირებულ ეკრანებზე მოეწყობა.

“ფოტოგრაფიის ღამე” თბილისის კულტურულ ღონისძიებათა შორის ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური და განსხვავებულია. საიუბილეო “ღამის” პროგრამა ტრადიციულად, წამყვანი ევროპელი, ამერიკელი და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ფოტოგრაფების უახლეს ფოტო სერიებს აერთიანებს. მათ შორის: ჟურნალის National Geographic Georgia 5 წამყვანი ფოტოგრაფის პროექტების სელექციას (თომას დვორჟაკის/მაგნუმი “პუტინის ფართი”, ანდრეა ბრუსის/Noor “დამასკო: ომი და მშვიდობა”, ჯონ სტანმეიერის/VII Agency “ფეხით გადასერილი მსოფლიო” და ა.შ.); უკრაინელი ფოტოგრაფების მიერ პირდაპირ ფრონტის წინა ხაზიდან გამოგზავნილი მასალა: რომან პილიპეის “აღმოსავლეთ უკრაინა: აგვისტო-სექტემბერი 2014”; ისევე, როგორც ოქსანა იუშკოს “ყირიმი 2014”, ანდრეი ლომაკინსი და ალეხ ფურმანის “მაიდანი” და სხვა. პროგრამაშია, ასევე, ახალგაზრდა რუსი ფოტოჟურნალსიტების ნამუშევრები, მათ შორის, მარია ტურჩენკოვას “ქაოსის სახალხო რესპუბლიკა: აღმოსავლეთ უკრაინა 2014”.

“ფოტოგრაფიის ღამის” პროგრამაში პირველად იქნება ნაჩვენები ახალგაზრდა პოლონელი ფოტოგრაფების სლიდეშოუები - ცნობილი სააგენტო “სპუტნიკი” და ასევე ახალგაზრდა გერმანელი დოკუმენტური ფოტოგრაფების უახლესი ფოტოპროექტები, რომელთა სელექციაც სპეციალურად მოხდა “ფოტოგრაფიის ღამის” პრორგამისთვის.

განსკაუთრებული აღნიშვნის ღირსია “ფოტოგრაფიის ღამის“ კიდევ ერთი მონაწილე ერაყული ქურთისტანის ფოტო სააგენტო “Metrography”, რომლის ერთ-ერთი წევრი და დამაარსებელი კამრან ნაჟმი ბოლო თვეების განმავლობაში ტყვეობაში ჰყავთ ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებს. სააგენტო “Metrography” ერაყული კრიზისის და ქურთისტანში განვითარებული მოვლენების ამსახველ ფოტო პროექტებს წარმოადგენს.

ფოტოგრაფიის ღამე ტრადიციულად, ახალგაზრდა ფოტოგრაფებს უთმობს ეკრანებს. წლევანდელ პროგრამაში მათ თბილისის ფოტოგრაფიის სახლი, გალერეა “კონტეინერი”, ზაზა დარასელის ფონდის და შემეცნებით სკოლა IQ-ს ერთობლივი პროექტის მონაწილეების სერიები გაერთიანდა. მათ შორის არიან: ვახო ხეთაგური, გიორგი შენგელია, დათო ქორიძე, თამარ მირინაშვილი, გიორგი ნაკაშიძე, ანკა გუჯაბიძე, დინა ოგანოვა, დარო სულაკაური, გიორგი გოგუა, იანა ყორბეზაშვილი, ლევან ჩხატარაშვილი, თინა კიღურაძე, გიორგი დადიანი, ოლეგიტო, ნინო ალავიძე, თამარ კაალტოზიშვილი, მარიამ სიჭინავა.

"Tbilisi Photo Festival 2014" 1 ოქტომბერს, აბანოთუბანში, ლეღვთახევში უკრაინის კონფლიქტის თემატიკაზე შექმნილი ფოტოგამოფენით გახსნა. ფესტივალის ფარგლებში, „თი-ბი-სი გალერეაში“ მოეწყო კიდევ ერთი მასშტაბური გამოფენა - "ქართული დღიურები. რობერტ კაპა საქართველოში 1947". ასევე, წარმოდგენილი იყო რეზო კეზელის, ბორის შავერდიანისა და დევიდე მონტელეონეს ფოტოპროექტები.


"Tbilisi Photo Festival 2014"-ის პარტნიორები და მხარდამჭერები არიან თბილისის მერია და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინიტრო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42