2 წელი ,,ოცნებაში“ - უუნარო ხელისუფლება და ღრმა პოლიტიკური კრიზისი
საზოგადოება - 14:37, 04 Oct, 2014     4758
საინიციატივო უფლებამცველი ჯგუფის ,,ბიზნესმენები, საქართველოში თავისუფალი ბიზნესისათვის,, კოორდინატორი დავით ბეგიაშვილის ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის 2-წლიან საქმიანობასთან დაკავშირებით სპეციალურ წერილს აქვეყნებს. ბეგიაშვილის ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლებას უუნაროს უწოდებს, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ორწლიანი ყოფნის შემდგომ სულუ ფრო და უფრო თვალშისაცემია ის ღრმა პოლიტიკური კრიზისი, რომელშიც ეფლობა საქართველო“, -წერს დავით ბეგიაშვილი.

,,ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ დავით ბეგიაშვილის წერილს, რომელიც ბიზნესმენმა რედაქციას მიაწოდა:

,,2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე 24 თვე გავიდა, სამართლიანობის აღდგენა, ქვეყნის გაჯანსაღება დღემდე, სამწუხაროდ, ისევ ოცნებად რჩება. მიღებული დაპირებებიდან სიტყვას საქმე არ მოჰყოლია, საზოგადოებაში გაჩენილია იმედგაცრუება.

ყოველთვის ვცდილობ, ცივი გონებით გავაანალიზო ის პროცესები, რაც საქართველოში მიმდინარეობს. უპირველეს ყოვლისა, ვგულისხმობ პოლიტიკურ მოვლენებს, რომელშიც ქვეყანა მთლიანადაა ჩაბმული. სააკაშვილის მმართველობისას ხშირად ვამბობდი, რომ ქვეყანა ჭაობშია ჩაფლული–თქო. ვითარება დიდად არც ეხლა იცვლება. იქმნება შთაბეჭდილება განაწილდა ფუნქციები, გავლენის სფეროები, იკვეეთება ალიანსებიც და ამის მიზეზი სწორედ რომ უთავოდ დარჩენილი საზოგადოებაა. ქართულ პოლიტიკურ ელიტაში, ვერც ახალში და ვერც ძველში, ვერ დავინახე სურვილი, ეფიქრათ და ეზრუნათ საკუთარ ქვეყანაზე; ვერ დავინახე შესაფერისი ცოდნა, რომელიც საქვეყნო საქმის კეთებაში დაეხმარებოდათ; ჯერჯერობით ვერ დავინახე იოტისოდენა მცდელობაც კი საერთო ნაციონალური ინტერესი პირადულზე წინ დაეყენებინათ...

შედეგები დღეს სახეზეა, უუნარო სახელმწიფო, რომელიც თავის ფუნქციას თითქმის ვერ ასრულებს!

ნათლად ჩანს, რომ ,,ოცნების,, მმართველობის პერიოდში სისტემა, დამნაშავეები, მიტაცებული ქონება ხელშეუხებელი იქნება. უწყებები კვლავ ,,ნაციონალებითაა“ სავსე, აღმასრულებელი ხელისუფლება კომფორტულადაა, ცდილობს, მოირგოს ეს საზოგადოებისათვის საშიში მემკვიდრეობა და აპირებს ქვეყანა კვლავ კრიმინალებთან, ჯალათებთან ერთად მართოს. მაშინ, როცა დღევანდელი ხელისუფლების უამრავი მომხრე თუ მხარდამჭერი ,,გადაყრილებია,, -თავის დროზე გულანთებულები, თავგანწირულები კეთილი მომავლის იმედით იბრძოდნენ დღეს იმედგაცრუებული და მოტყუებულები დამცირებულნი თავის მდგომარეობით უკიდერუსად სიდუხჭირეში იმყოფება.. აღმოჩნდა, რომ ამ ადამიანებს ერთეული ფუნქციონერებისა და მათ მიერვე სახელმწიფოს ხარჯზე დასაქმებულ და ,,მოწყობილი,, საკუთარი გარემოცვისა თუ ნათესავებისა და მათთან ალიანსში მყოფი დანაშაულებრივი სისტემის წევრების წელის გასქელებისა და კეთილდღეობისათვის უზრუნიათ, ...საკუთარ გუნდშიც დაპირისპირებაა! სამაგიეროდ ,,საერთო ენა,, გამოინახა ,, ჩაგრულ ოპოზიციასთან,,. ,,ოცნებაში,, ეს ვერ მოხერხდა. დაპირისპირებულია ხელისუფლების უმაღლესი პირებიც.. სახელისუფლებო კრიზისის დროს გასაგებია, რომ ქვეყნის, სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია. შს სამინისტროში, პროკურატურაში და აღმასრულებელ ხელისუფლებაში საპასუხისმგებლო თანამდებობებზე დღესაც მუშაობენ ადამიანები, ვინც უწყების საიდუმლო ინფორმაციას ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს აწვდიან და ხელს უშლიან სახელისუფლო სტრუქტურებს გამართულ მუშაობაში, ძველი დანაშაულებრივი რეჟიმის მესვეურები მედიაზე, აღმასრულებელ, საფინანსო, სასამართლო თუ სამართალდამცავ სტრუქტურებზე კონტროლს დღესაც ინარჩუნებენ, ახორციელებენ ფარულ მოსმენებს, გეგმავენ შეთქმულებებს, პროვოკაციებს, რადიკალურად არაფერი შეცვლილა!.. დღესაც მონაწილეობენ ჩრდილოვან ეკონომიკაში, დივიდენდებს იღებენ მიტაცებული ქონებიდან. ახალი ხელისუფლების მიერ ჯალათების, მათ მიერვე შექმნილი დანაშაულებრივი სისტემის მსხვერპლად წარმოჩენისა და ლოიალური დამოკიდებულების პირობებში დანაშაულის სიმძიმის დაფარვისა და არაინფორმირებულობის გამო, ისინი საერთასორისო საზოგადოების ნაწილის მხრიდან პარადოქსია , მაგრამ საკუთარ ქვეყანაში დღესაც მოიაზრებიან განმანთავისუფლებლებლად , აღმშენებლებლად თუ დემოკრატიის შუქურებად, პოლიტიკურ დევნილებად, სარგებლობენ მფარველობით, მხარდაჭერითაც კი . ..დაპირებები, ქვეყანაში დემოკრატიული ფასეულობების, ადამიანის უფლებების, საკუთრების დაცვის, კანონის უზენაესობის, სამართლიანობის აღდგენის, ეკონომიური გარემოს გაჯანსაღების, სამუშაო ადგილების შექმნის, სიღარიბის დაძლევის თუ სახელწიფოსათვის სხვა მნიშვნელოვანი პრიორიტეტები ამ დროისათვის, სამწუხაროდ, კვლავ ოცნებად და შორეულ პერსპექტივად რჩება.

უმეტესწილად აღმასრულებელი ხელისუფლება, სამართლადამცავები საქმიანობას იმ ფორმატში ახორციელებენ, რომელიც მემკვიდრეობით იქნა მიღებული წინა ხელისუფლებისგან.

"ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ორწლიანი ყოფნის შემდგომ სულუ ფრო და უფრო თვალშისაცემია ის ღრმა პოლიტიკური კრიზისი, რომელშიც ეფლობა საქართველო.

დღეს უკვე აშკარაა, რომ "ქართულმა ოცნებამ" დიდწილად ამოწურა ნდობის ის უპირობო კრედიტი, რომლითაც აქამდე სარგებლობდა. მე შორს ვარ იმ აზრისაგან, რომ ეს ავტომატურად "ნაციონალების" რეიტინგის ზრდას ნიშნავს, მაგრამ ეს ფაქტი მხოლოდ აღრმავებს კრიზისს, თუ ესე გაგრძელდა მე მის მომავალს უფრო მუქ ფერებში ვხედავ _ ხიდი ჩატყდება, უფსკრული თავს იჩენს. საქართველოში მცხოვრები ადამიანები ყოველთვის პროტესტზე და ხელისუფლებასთან დაპირისპირებაზე იფიქრებენ და რატომ?! ძნელი მისახვედრი ეს არ იქნება. სახელმწიფოში უმოქმედობაა გამეფებული, ….. , ინტრიგები, დაპირისპირება ,შეცდომები თუ გადაცდომები.. შელახული ადამიანების უფლებები, ქვეყნის ცრუ წარმოჩენა , ვითომ მიღწევების ბუტაფორიული რეიტინგები, საქმე გაკეთებული რეალურად არ ჩანს, .. სისტემაც არ ჩამოშლილა ისევ მოქმედებს.. ძაღლი ყეფს, დროის ქარავანი მიდის" .---შემდეგ არჩევნებამდე დარჩა 24 თვე!.

P.S. არ მინდა ხელისუფლებასთან კონფრონტაციაში ყოფნა ,მაგრამ ერთი რამე დღესავით ნათელია:

როცა ხალხმა აგირჩია, იმედის თვალით გიყურებს და ამ დროს მათ ხმას უგულებელყოფ - უპასუხისმგებლო ხარ! ..

ცნობისთვის, დავით ბეგიაშვილს ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშულის ჩადენაში. კერძოდ, ქ.თბილისში, ჭავჭავაძის გამზ. N44-ში მდებარე სახელმწიფოს კუთვნილი უძრავი ქონების (არასაცხოვრებელი ფართი 173 კვ.მ და სარდაფი 50 კვ.მ.) თაღლითური გზით მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებაში. შეგახსენებთ, რომ ბეგიაშვილის ქონებას, კერძოდ ჭავჭავაძის 44-ში მდებარე კომპანია „ალბატროსს“, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ყადაღა 2012 წლის სექტემბერში დაადო. ბეგიაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა 2012 წლის დეკემბერში შეწყდა. გაუქმდა აღმკვეთის ღონისძიება-პატიმრობა და მის ქონებას ყადაღა მოეხსნა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42