კახეთში ყურძნის რეალიზაციით მიღებულმა შემოსავალმა 153 603 427 ლარი შეადგინა
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:35, 04 Oct, 2014     3407
რთველი 2014 კახეთის რეგიონში დასკვნით ფაზაში შედის. სოფლის მეურნეობის სამინისტროს 4 ოქტობრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში 34 ათასი მევენახის მიერ ყურძნის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა 153 603 427 ლარი შეადგინა.

დღეის მონაცემებით, კახეთის რეგიონში 240 გლეხმა (თითოეულმა მათგანმა) 100 000 ლარამდე შემოსავალი მიიღო (მინიმალური შემოსავალი 50 119 ლარი, მაქსიმალური - 99 949 ლარი)

112 გლეხმა (თითოეულმა მათგანმა) 100 000-ს ლარზე მეტი შემოსავლი მიიღო (მინიმალური 100 659 ლარი, მაქსიმალური - 487 793 ლარი)

ამ დროისთვის უკვე გადამუშავებულია 114 809 ტონა ყურძენი.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ შარშან, 2013 წელს - გადამუშავდა 92 371ტონა ყურძენი და მოსახლეობის შემოსავლებმა რაჭასა და კახეთში შეადგინა 108 150 422ლარი.

წელს რეკორდულად მაღალი ფასი დაფიქსირდა საფერავის ჯიშის ყურძენზე. ინდუსტრიულად გადამუშავდა 39 121 ტონა საფერავი. მხოლოდ საფერავის რეალიზაციიდან მიღებულმა შემოსავალმა 76 737 595 ლარი შეადგინა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, ისევე როგორც შარშან, მევენახეობა-მეღვინეობის დარგის ხელშეწყობის მიზნით, ხორციელდება როგორც თეთრი, ისე წითელი ყურძნის სუბსიდირება. ბაზრის მოთხოვნა-მიწოდების ანალიზიდან გამომდინარე, წელს სუბსიდია 1 კილოგრამ რქაწითელზე 35 თეთრს შეადგენს, 1 კგ საფერავზე - 15 თეთრს.

„რთველი 2014-ის“ წარმატება სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების მიზნით 2013–2014 წლებში დაგეგმილმა და განხორციელებულმა პროგრამებმა განაპირობა. სუბსიდირებისა და აგროსესხების თვისობარივად განსხვავებული სისტემის გატარებით, სახელმწიფომ ახორციელებს კერძო სექტორის სტიმულირებას, მიიღონ და გადაამუშაონ რაც შეიძლება მეტი ოდენობის ყურძენი, რაც ფერმერებსა და ღვინის მწარმოებელ კომპანიებს ბიზნესის განვითარებისა და ვენახების გაფართოების საშუალებას აძლევს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42