"ნიუპოსტი" წერილს უცვლელად გთავაზობთ:
"საქართველოს პრეზიდენტს, მთავრობას, საგარეო საქმეთა სამინისტროს, მოგმართავთ თხოვნით აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეების, საინგილოს ქართველი მოსახლეობის სახელით, რომ გაითვალისწინოთ ჩვენი მდგომარეობა და მიიღოთ სავიზო რეჟიმის გამარტივებული გადაწყვეტილება და შეუმსუბოქოთ სავიზო რეჟიმით გამოწვეული რთული პროცედურები საინგილოს ქართველებს. პრობლემები შეექმნათ სტუდენტებს რომლებიც სწავლობენ საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში, საქართველოში მცხოვრებ და მომუშავე საინგილოს ქართველებს, რომლებმაც გადაწყვიტეს იცხოვრონ დედასამშობლოში და ახლა ეუბნებიან, რომ თქვენ საინგილოს ქართველები და ინდოელები, ჩინელები და სხვა ქვეყნის უცხოეთის მოქალაქეები ერთნაირი უფლებებით ისარგებლებთ. გართულებული სავიზო რეჟიმი, დიდი ფინანსები და უამრავი საბუთების შედგენა, 50 დოლარი საელჩოს ანგარიშზე, 5 ათასი ლარი რომელიმე ბანკის ანგარიშზე, ქ. გენჯაში ორჯერ ჩასვლა და სხვა საბუთები საინგილოს ქართველების ისედაც მძიმე მდგომარეობას უფრო დაამძიმებს.. ყოველთვის საინგილოს ქართველებს, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ჰქონდათ გარკვეული შეღავათები და პრივილეგიები დედასამშობლოსთან დასაახლოებლად. ჩვენ, სხვა სამშობლო არ გაგვაჩნია, ჩვენი სამშობლო საქართველოა, ჩვენი შვილები საქართველოში სწავლობენ და მუშაობენ და მათი იზოლირება და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა უარყოფით შედეგს მოიტანს. ამიტომ, მოგმართავთ, თხოვნით, რომ მოხდეს სავიზო რეჟიმის გამარტივება, საინგილოს ქართველებისათვის საქართველოში თავისუფლად გადაადგილების უფლებით, დროებითი და მუდმივი ბინადრობის მიღების უფლებით, რათა მათაც შეეძლოთ საქართველოში სწავლის, ცხოვრების, თავისუფლად გადაადგილების უფლებაც და საშუალებაც", - ნათქვამია წერილში, რომელიც რადიო "ჰერეთმა" კახის რაიონიდან მიიღო.
მასალის გამოყენების პირობები






