მოძრაობა დაბრუნება: ,,თავისუფალი ზონის“ დარბევა - მოსკოვიდან მომავალი პროვოკაცია
საზოგადოება - 19:59, 03 Oct, 2014     2239
მოძრაობა ,,დაბრუნება“ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,თავისუფალი ზონის“ დარბევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ,,ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ:

,,მოძრაობა ,,დაბრუნება“ მკაცრად გმობს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,თავისუფალი ზონის“ დარბევას ერთმნიშვნელოვნად სამთავრობო ორგანიზაცია ,,თავისუფალი თაობის“ მხრიდან და შემდგომ მოვლენებს, რომლებიც განვითარდა ,,თავისუფალი ზონის“ ოფისის წინ 2014 წლის 2 ოქტომბერს, როდესაც ,,ქართული ოცნების“ აქტივისტების მიერ მოწყობილ იქნა სრულიად აღმაშფოთებელი თავყრილობა ამ ორგანიზაციათთან და ზოგადად ოპოზიციასთან ფიზიკური ანგარიშწორების მოთხოვნებით.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია ,,ქართული ოცნების“ ,,ქალაქელთა” და ,,პოლიტპატიმართა“ ცნობადი სახეების მრავალრიცხოვანი მოწოდებები ოპოზიციის მიმართ ლამის ,,ბართლომეს ღამის“ მოწყობის შესახებ, რაც აბსოლუტურად შეუთავსებელია დემოკრატიული საზოგადოების ძირეულ პრინციპებთან, განსხვავებული აზრის მიმართ ცივილიზებულ სამყაროში დამკვიდრებულ ელემენტარულ მოთხოვნებთან.

სრული პასუხისმგებლობა ამ ვაკჰანალიის გამო ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც დღიდან თავისი მოსვლისა, საზოგადოებაში მიზანმიმართულად ნერგავს შეუწყნარებლობის, გაუტანლობისა და სიძულვილის ატმოსფეროს ოპონენტთა მიმართ, ეწევა ბოლშევიკური, ტოტალიტარული წარსულის ყველაზე მდაბალი ინსტინქტების რეანიმაციას, ქმნის და ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართავს სხვადასხვა აგრესიულ ჯგუფს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ პოლიტპატიმართა გაერთიანების საბურველით.

ორგანიზაცია, რომელიც სხვა ორგანიზაციას არბევს, მოუწოდებს ძალადობისაკენ და ძალადობს არ შეიძლება იწოდებოდეს სამოქალაქო საზოგადოებად. კომუნისტური რეჟიმის მსხვერპლთა, მრავალი თაობის რეპრესირებულთა და პოლიტპატიმართა ღვაწლის შეურაცხყოფა და აბუჩად აგდებაა პოლიტპატიმრად იწოდებოდეს ის, ვინც, ნაცვლად ეროვნული და პიროვნული უფლებების დაცვისა, მოითხოვს რეპრესიებს, დაპატიმრებებს, ადამიანებს ემუქრება ფიზიკური ანგარიშწორებით, აღვივებს სოციალურ შუღლს, თავადაც ძალადობს და სხვას მოუწოდებს ამისკენ. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ამ ადამიანებმა საერთოდ არ იციან, რას ნიშნავს უფლებადაცვითი საქმიანობა, რა მოვალეობებსა და პასუხისმგებლობას აკისრებს მათ საზოგადოებრივი ორგანიზაციის წევრობა ან რა შინაარსისა და დატვირთვის მატარებელია ცნება პოლიტპატიმარი.

ჩვენ კარგად გვახსოვს 1989 წლის 18 თებერვალს, თბილისში, პოლიტექნიკურ ინსტიტუტთან მისი სოხუმის ფილიალის დახურვის საწინააღმდეგოდ შეკრებილი მანიფსტაციის სამარცხვინო დარბევა კომკავშირელი აქტივისტების მიერ. ამ საპროტესტო აქციის უშუალო მონაწილეებიც ვართ. ,,თავისუფალი თაობის“ წევრთა გამონათქვამები, მოქმედებები და რაც მთავარია აღვირახსნილი აგრესიულობა, სწორედ მაშინდელ ჩვენს დამრბევებს მოგვაგონებს. ხოლო დღევანდელი ხელისუფლების ოლიმპიური სიმშვიდე ამ ნეოკომკავშირული ჯგუფის მიმართ ზუსტი ანალოგია იმდროინდელი კომუნისტური მმართველების დამოკიდებულებისა იმ მოვლენებისადმი.

ხელისუფლებას, რომელიც პოლიტიკურ ოპონენტებთან ასეთ მეთოდებს იყენებს, დიდი დრო არ უწერია. თუ გონს არ მოეგო და არ მოთოკა მის მიერ ინსპირებული მარბიელები, ეს შესაძლოა ძალიან ძვირად დაუჯდეს, კრიზისი უფრო გაღრმავდეს და შემოუბრუნდეს ზუსტად იმავე ფორმითა და სულისკვეთებით, რაც მეტად არასახარბიელო იქნება ქვეყნის განვითარების, დემოკრატიული წეს-წყობილებისა და საერთაშორისო ავტორიტეტისათვის.

ვიმედოვნებთ, რომ ქართული საზოგადოება სიმშვიდით შეხვდება მოსკოვიდან მომავალ, ჩვენი ხელისუფლების ხელით განხორციელებულ მორიგ პროვოკაციას და არ დაუშვებს მოვლენების კონსტიტუციური ჩარჩოდან გასვლას“, - ნათქვამია მოძრაობა ,,დაბრუნების“ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42