მოქალაქეთა უკმაყოფილება მარტივ ლოგიკას ეფუძნება: მსჯავრდებულთა ვადამდე გათავისუფლებისას სახელმწიფომ ყოველმხრივ უნდა გაითვალისწინოს თითოეული მათგანის დამოკიდებულება კანონის მიმართ, მიდრეკილება ახალი დანაშაულის ჩადენისადმი, დანაშაულის ხასიათი, რისთვისაც დაენიშნა სასჯელი და სხვა მრავალი ფაქტორი, რათა თავიდან იქნას აცილებული მათი ხელახალი დანაშაულებრივი საქმიანობა და საბოლოოდ ვიყოთ დაცულები.
,,რეფორმატორთა კლუბი“ საჭიროდ მიიჩნევს განუმარტოს მკითხველს, რომ ამ საზოგადოებრივი უკმაყოფილების ლოგიკა სრულად ემთხვევა იმ საერთაშორისო სტანდარტებს, რომელთა შესრულების ვალდებულება ნაკისრი აქვს ჩვენს მთავრობას.
მაგალითისათვის მოვიყვანთ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრაქტიკას, რომელიც ავალდებულებს სახელმწიფოებს დანერგოს მსჯავრდებულთა ვადაზე ადრე გათავისუფლების ისეთი მექანიზმები, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს მათ მიერ ხელახალი დანაშაულის ჩადენის რისკს:
MASTROMATTEO v. ITALY
საქმის მასალების მიხედვით, ოთხმა პირმა, რომლებიც ახორციელებდენ ყაჩაღურ თავდასხმას, მოკლა ერთი ადამიანი. როგორც გაირკვა, დამნაშავეთაგან ზოგი ვადაზე ადრე გათავისუფლებული იყო და ერთ-ერთი კი საერთოდ სამ დღიანი შვებულებით იყო დათხოვნილი პატიმრობის ადგილიდან. მოკლული ადამიანის მამამ სარჩელით მიმართა ევროპულ სასამართლოს იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფომ საშიშ დამნაშავეთა ვადაზე ადრე ციხიდან გამოშვებით დაარღვია მისი შვილის სიცოცხლის უფლება.
საბოლოო გადაწყვეტილებაში ევროპულმა სასამართლომ შეიმუშავა ორი მთავარი გზავნილი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელონ სახელმწიფოებმა:
1. სიცოცხლის უფლების დაცვა, გულისხმობს არა მარტო პირდაპირ მკვლელობებისაგან თავის შეკავებას, არამედ ისეთი მოქმდებების განხორციელების ვალდებულებას, რომელიც ხელს შეუწყობს სხვისი სიცოცხლის დაცვასაც - The first sentence of Article 2 § 1 enjoins the State not only to refrain from the intentional and unlawful taking of life, but also to take appropriate steps to safeguard the lives of those within its jurisdiction
2. სიცოცხლის უფლების დაცვა გულისხმობს ასევე სახელმწიფოს მიერ ისეთი ღონისძიებების განხორციელებასაც, რომელიც დაკავშირებულია პრევენციული ხასიათის ოპერატიულ მუშაობასთან დაცული იქნას პირთა სიცოცხლე დანაშაულებრივი ხელყოფისაგან - Article 2 may also imply in certain well-defined circumstances a positive obligation on the authorities to take preventive operational measures to protect an individual whose life is at risk from the criminal acts of another individual.
ანალოგიური მიდგომები აქვს სტრასბურგის სასამართლოს სხვა საქმეებზეც - Osman v. the United Kingdom, Tanribilir v. Turkey, L.C.B. v. the United Kingdom.
ამრიგად, არსებობს საერთაშორისო ევროპული სტანდარტი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოს ეკისრება მკაცრი ვალდებულება, მსჯავრდებულთა ვადაზე ადრე გათავისუფლების დროს მაქსიმალურად გაითვალისწინოს მათ მიერ განმეორებით დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობა.
საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილია კრიტერიუმები, რომელიც საფუძვლად უნდა დაედოს მსჯაბრდებულის პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებას - ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, მსჯავრდებულის ქცევა სახელაღსრულების დაწესებულებაში, წარსულში ნასამართლობა, ოჯახური პირობები, თვით მსჯავრდებული პიროვნული მახასიათებლები.
სამწუხაროა, რომ საერთაშორისო სტანდარტებისა და ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნების მიუხედავად, საქართველოს მთავრობამ პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო უმეტეს შემთხვევებში ისეთი მსჯავრებულების მიმართ, რომლებმაც გათავისუფლების შემდეგ კვლავ ჩაიდინეს განსაკუთრებით მძიმე დანაშაული.
მაგალითად, ერთ ერთი მსჯავრდებული, რომელიც სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლდა მხოლოდ იმ პირობით, რომ იგი აღარ გააგრძელებდა დავას სახელმწიფოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში არასათანადო მოპყრობისა და სამედიცინო მკურნალობის უფლებასთან დაკავშირებით და სხვა არც ერთი კრიტერიუმი არ ყოფილა გათვალისწინებული, დღეს კვლავ პასუხისგებაშია მიცემული მკვლელობის ბრლადებით (Giorgi Okropiridze against Georgia, Application no. 15583/11 , 27 May 2014)
,,რეფორმატორთა კლუბი“ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას მსჯავრდებულთა გათავისუფლების დროს მხედველობაში მიიღოს მხოლოდ ის გარემოებები, რომელიც დაკავშირებულია მხოლოდ მსჯავრდებულთან და არა სხვა გარეშე ფაქტორებთან, საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით და საბოლოოდ საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.
ირაკლი კობიძე
,,რეფორმატორთა კლუბი“
მასალის გამოყენების პირობები






