ტურიზმის ადმინისტრაციის უფროსს თანამშრომელმა შეაფურთხა - ეკონომიკის სამინისტროს განმარტება
საზოგადოება - 16:14, 03 Oct, 2014     2152

ეკონომიკის სამინისტრო ტურიზმის ადმინისტრაციაში მომხდარ ინციდენტზე განმარტებას აკეთებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ადმინისტრაციის თანამშრომლის ლაშა წურწუმიას მხრიდან დღეს ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციის უფროსის სიტყვიერი შეურაცხყოფის და შეფურთხების ფაქტს.

მომხდარი ინციდენტის გამო საჭირო გახდა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში საპატრულო პოლიციის გამოძახება.

"ლაშა წურწუმიას აგრესია იმ ფაქტს უკავშირდება, რომ მან მიიღო შეტყობინება 6 ოქტომბრიდან სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელობამ წურწუმიას სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მისი მხრიდან არაერთხელ დაფიქსირდა თანამდებობისთვის შეუფერებელი საქციელი და თანამშრომლების სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტები.

ლაშა წურწუმია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მობილური მომსახურების სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე 2013 წლის ივლისიდან მუშაობს. ბოლო პერიოდში წურწუმიას მხრიდან არაერთგზის ჰქონდა ადგილი ადმინისტრაციის ხელმძღვანელობისადმი აგრესიული ქმედებების გამოვლენას. შექმნილი სიტუაცია უარყოფითად აისახებოდა ადმინისტრაციის სამუშაო პროცესზე და პრობლემებს უქმნიდა თანამშრომლებს მათი სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებისას.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის მხრიდან უშედეგო აღმოჩნდა წურწუმიასთან ურთიერთობის დარეგულირების არაერთი მცდელობაც. ამ მდგომარეობის გათვალისწინებით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელობამ ლაშა წურწუმიას სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო", - აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42