თბილისს ბრისტოლის ლორდ მერი ეწვევა
საზოგადოება - 15:26, 03 Oct, 2014     1454

22 ოქტომბერს თბილისს დაძმობილებული ქალაქ ბრისტოლის ლორდ მერი, ალისტაირ ვატსონი დელეგაციასთან ერთად ეწვევა. დელეგაციის შემადგენლობაში არიან ტრანსპორტის, ტურიზმის, გარემოს დაცვის და სხვა სფეროების, ასევე ბიზნეს წრეების წარმომადგენლები.

თბილისში დაგეგმილი ვიზიტის დეტალებზე დღეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ალექსანდრა მერი ჰოლ ჰოლმა ისაუბრეს.

დიდი ბრიტანეთის ელჩის თქმით, თბილისის მერთან შეხვედრაზე მხარეები განიხილავენ ეკონომიკისა და ბიზნეს სექტორში, ასევე გარემოს დაცვისა და ნარჩენების მართვის საკითხებში თანამშრომლობის შესაძლებლობებს. დაგეგმილია შეხვედრები თბილისის განვითარების ფონდის, ქალაქის არქიტექტურის, ტრანსპორტის და სხვა სამსახურების ხელმძღვანელებთან, ბიზნეს წრეებთან.

„აღსანიშნავია, რომ ქალაქი ბრისტოლი 2015 წლის ევროპის მწვანე დედაქალაქად გამოცხადდა.შეხვედრაზე განსახილველ საკითხთა შორისაა ქალაქის დაგეგმარების, ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის საკითხები. ქალაქ ბრისტოლის ამჟამინდელი მერი პროფესიით არქიტექტორია და როგორც ჩემთვის ცნობილია, თბილისის მერი ქალაქის დაგეგმარების საკითხით განსაკუთრებულად არის დაინტერესებული“ - განაცხადა ელჩმა.

მისივე თქმით, ბრისტონის დელეგაციის ვიზიტი კარგი შესაძლებლობაა იმისა, რომ ბრიტანეთის საელჩო გამოეხმაუროს დიპლომატიურ კორპუსთან და დონორ ორგანიზაციებთან 2 ოქტომბერს გამართულ შეხვედრას.

თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, ბრისტოლის მერის ვიზიტი ორ დაძმობილებულ ქალაქს შორის ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავების დასტურია.

„ბრისტოლის დელეგაცია ჩვენ გაგვაცნობს გამოცდილებას ქალაქდაგეგმარების, გამწვანების და რეკრეაციული ზონების განვითარების თვალსაზრისით, ასევე იქნება საუბარი შშმ პირებისთვის საჯარო სივრცეების ადაპტაციის საკითხებზე. გასულ წელს ბრისტოლმა ევროპის მწვანე ქალაქის სტატუსი მიიღო. ჩვენთვის საინტერესოა ამ კუთხით მათი გამოცდილების გაზიარება როგორც თეორული, ისე პრაქტიკული კუთხით,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერმა ბრისტოლის ლორდ მერი და დელეგაცია თბილისობის ღონისძიებებზე მიიწვია.

ბრისტოლი თბილისთან დაძმობილებული ქალაქია 1988 წლიდან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42