თბილისში საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია მიმდინარეობს
საზოგადოება - 15:16, 03 Oct, 2014     1551

საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია ქართულ–ინტერნაციონალური სამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასოციაციის (GIMPHA) ორგანიზებითა და „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ (ოქროს სპონსორი) მხარდაჭერით იმართება.

კონფერენცია გახსნა ქართულ-ინტერნაციონალური სამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსი ბაიდოშვილმა.

ორგანიზატორების განცხადებით, აღნიშნული ღონისძიება ხელს შეუწყობს საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი და უცხოელი სამედიცინო საზოგადოების გამოცდილების გაზიარებას და პარტნიორული თანამშრომლობის განვითარებას საქართველოს ჯანდაცვის სფეროში.

საერთაშორისო კონფერენცია 4 ოქტომბერს თემატური სესიებით გაგრძელდება, სადაც დელეგატები ევროპის წამყავნი კლინიკებიდან ისაუბრებენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ნეირომეტაბოლური დაავადებები, კოლორექტალური ონკოლოგია, ბაქტერიული და ვირუსული ინფექციები და დერმატოლოგიური პათოლოგიები.

კონფერენციის ფარგლებში მოხდება ქართულ–ინტერნაციონალური სამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასოციაციის (GIMPHA) სტუდენტური პანელის მიერ გამოვლენილი საუკეთესო პედაგოგის დაჯილდოება კლინიკურ მედიცინაში.

კონფერენციას ესწრებიან უცხოელი და ქართველი სპეციალისტები, სამედიცინო სასწავლო დაწესებულების პროფესორები, საქართველოს სამედიცინო ასოციაციები, ჰოლანდიის საელჩო საქართველოში, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.

აღნიშნული კონფერენციის ოქროს სპონსორია „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“- ყველაზე მსხვილი ჰოსპიტალური ქსელი საქართველოში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42