როგორ უნდა ვიმოქმედოთ მაწანწალა ძაღლებთან
საზოგადოება - 13:15, 03 Oct, 2014     14877

დედაქალაქის ქუჩებში მომრავლებულ მაწანწალა ძაღლებზე მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოთქვამს. ასეთ შემთხვევაში მათ შეუძლიათ 112-ში დარეკვა და შესაბამისი სამსახურის გამოძახება. უპატრონო, შინაურ თუ აგრესიულ ძაღლებზე კონტროლს საგანგებო სიტუაციების სააგენტოს ერთ-ერთი დეპარტამენტი ახორციელებს.

საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს ცხოველების კონტროლისა და რეგულირების დეპარტამენტის წარმომადგენელი ლერი ქვარაია ამბობს, რომ მათ სამსახურს მაწანწალა ძაღლების დაჭერა არ ეხება.

„112-ის საშუალებით მოსახლეობა ჩვენს სამსახურში რეკავს, კონკრეტული მოქალაქის ზარის საფუძველზე, რომელსაც ეს პრობლემა აწუხებს, შეიძლება მის ეზოში, უბანში არის ძაღლი, რომელიც აგრესიულია, ან იყო დაკბენის შემთხვევა ა.შ. ყველა ასეთ შემთხვევაში ჩვენი სამსახური გამოძახებულ მისამართზე მიდის, ადგილზე მისვლის შემდეგ ჩვენი თანამშრომელი ზარის ავტორისგან იღებს ინფორმაციას, თუ რა პრობლემასთან გვაქვს საქმე, შემდგომ შექმნილ ვითარებას სწავლობს, აკვირდება ამ ცხოველს, რომელზეც მოსახლეს პრეტენზია აქვს. შემთხვევის ადგილზე მყოფი კინოლოგი იღებს გადაწყვეტილებას, ექვემდებარება თუ არა ძაღლი თავშესაფარში წაყვანას“,- განაცხადა ლერი ქვარაიამ.

მისი თქმით, მას შემდეგ რაც ცხოველს მუნიციპალურ თავშესაფარში მიიყვანენ, ანალიზებს უღებენ.

„მიყვანილ ცხოველს ლაბორატორიული კვლევა უტარდება, უღებენ ბეწვის, კანის, სისხლის ანალიზებს. თუ ერთ-ერთი დაავადება უდგინდება, რომელიც ცხოველების მოვლა-პატროლობის წესებშია აღნიშნული, როგორც ადამიანისათვის საშიში, მაშინ ცხოველს უტარდება ევთანაზია. ეს არის ჰუმანური წესთ უმტკივნეულოდ მოკვდინების აქტი. ხოლო თუ რამე დაავდება, აგრესია ცხოველს არ დაუდგინდა, მას მკურნალობას ვუტარებთ. მკურნალობის შემდეგ თუ ცხოველი ჯანმრთელია და მოსახლეობისათვის საშიში არ არის, ვაბრუნებთ იმავე ბუნებრივ გარემოში, საიდანაც ავიყვანეთ. დაბუნება მხოლოდ ცხოველის ვაქცინაციის შემდეგ ხდება“,- აღნიშნა ქვარაიამ.

მისივე განცხადებით, აღნიშნული სამსახურის თანამშრომლები მხოლოდ შემოსულ ზარებზე რეაგირებენ და მოსახლეობის ზარების გარდა, ქუჩაში მაწანწალა ძაღლების კონტროლს არ ახორციელებენ.

„თუ ძაღლი ქუჩაში უბრალოდ დადის და ამით საფრთხეს არავის არ უქმნის, არ ეტყობა ავადმყოფობა, არ გამოხატავს აგრესიას, თავისთავად იმას არვინ არ დაიჭერს“,- განაცხადა ლერი ქვარაიამ.

ცნობისთვის, ამ დროისათვის მუნიციპალურ თავშესაფარში 199 ძაღლს მკურნალობენ.


წყარო: გაზეთ "რეზონანსი".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42