„კავკასუს ონლაინი“ კომპანიაში კრიმინალური პოლიციის შესვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"კავკასუს ონლაინი სასამართლოს განჩინების საფუძველზე სამართალდამცავ ორგანოებზე გასცემს კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებულ ინფორმაციას. 1 ოქტომბერსაც სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოხდა სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის შესრულება. მომხმარებლის მიერ სერვერის სასერვეროში განთავსება ანუ კოლოკაცია, კავკასუს ონლაინის, ისევე როგორც სხვა სატელეკომუნიკაციო კომპანიების ერთ-ერთი მომსახურებაა, რასაც მომხმარებელს ვთავაზობთ. კომპანიასა და მომხმარებელს შორის ურთიერთობას ხელშეკრულება არეგულირებს, რომლის თანახმად, კომპანია არ არის პასუხისმგებელი იმ კონტენტზე (სერვერზე განთავსებული ინფორმაცია), რაც დევს სერვერზე", - წერია განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, კავკასუს ონლაინში კრიმინალური პოლიცია შევიდა.
მასალის გამოყენების პირობები






