2015 წლის 1 იანვრიდან მასწავლებლების განვიტარებისა და კარიერული ზრდის სქემა ამოქმედდება. ამ სქემით, მასწავლებლები კომპეტენციებისა და საქმიანობის შედეგების მიხედვით დაიყოფიან 4 კატეგორიად: პრაქტიკოსი, უფროსი, მკვლევარი და მენტორი.
ყოველი კატეგორიის მიღწევა შესაბამისის სახელმწიფო სერთიფიკატით დადასტურდება.
„ყველაზე დიდი დავა მოყვა კატეგორიას - მკვლევარი მასწავლებელი... 2010 წლის 14 სექტემბერს, განათლების მინისტრის ბრძანებით, დაწყებითი კლასის მასწავლებელს მოეთხოვება დასკვნის უნარი, ანუ შეუძლია საკუთარი პრაქტიკის კვლევის შედეგების ანალიზი. სულ ეს არის კვლევა და ამას ბებიაჩემი თამარაც აკეთებდა. რაც შეეხება მენტორის, მენტორი, არსით ნიშნავს მასწავლებელს, რომელსაც იმხელა ცოდნა და გამოცილება აქვს, შეუძლია სხვა მასწავლებელსაც ასწავლოს და სკოლაში რაღაცეებიც შეცვალოს. სამინისტროს კათედრის გამგე თუ დასჭირდა მკვლევარი მასწვალებლებიდან შეარჩევს“, - აცხადებს „ვერსიასთან“ საუბრისას მასწავლებელთა განვითარების სქემის პროგრამის კოორდინატორი
ჟღენტის განცხადებით, შესაძლოა მასწავლებლების შეფასების ერთ-ერთ საშუალებად გაკვეთილების ვიდეოგადღებაც გამოიყენონ.
"შეფასება სამი დონისაა: თვითშეფასება: რომელსაც ყველა პედაგოგი, წლის ბოლოს, თავის პორტფოლიოში ჩაწერს.
გარედაკვირვება: რომელზეც გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრი მუშაობს. მათ უნდა შეამოწმონ პედაგოგები უშუალოდ გაკვეთილზე. ჩვენი ინტერესია, დასწრება რაც შეიძლება მეტჯერ მოხდეს, გაიცეს სათანადო რჩევები, რეკომენდაციები და გარკვეული პერიოდი, დავაკვირდეთ, რამდენად ითვალისწინებენ მათ მასწავლებლები. ეროვნულ ცენტრს ჯერ ხედვა არ წარმოუდგენია. შესაძლოა, გაკვეთილის ვიდეოგადაღებაც მოუხდეთ. ვიდეოგადაღება ეს, პირველ რიგში, მასწავლებლის დაცვის საუკეთესო მექანიზმია. გარდა იმისა, რომ თვითშეფასებისთვის კარგი საშუალებაა, უტყუარი ფაქტებიცაა, რაც დავის საფუძველს არ ტოვებს. ეს, შესაძლოა, იყოს ტიპური შტატივიანი კამერები და თითო სკოლისთვის თითო ასეთის მიცემასაც დიდი ხარჯი არ დასჭირდება.
შეფასების მესამე ნაწილი: სკოლის შიდა შეფასებაა. ჩემი აზრით, სამეურვეო საბჭო ამაში აქტიურად უნდა მონაწილეობდეს. მომხრე ვარ, სკოლის შიდაშეფასების ჯგუფში აუცილებლად იყოს სამეურვეო საბჭოს წევრი, მშობელი. თუ მშობელმა არ იგრძნო, რომ პროცესის მონაწილეა, ისევ დისტანცირებული იქნება სკოლისგან.... მასწავლებლების გაშვება არაფერს მოგვცემს. ახალმა პედაგოგებმაც იგივე გზა უნდა გაიარონ. ეს სისტემა ვინმეს გასაშვებად კი არა, დამსახურების მიხედვით ხელფასის გასაზრდელად შემოგვაქვს. ვინც ცუდად მუშაობს, წასვლა ისედაც მოუწევს. თუმცა ამისთვის მის გაკვეთილებს უნდა დავესწროთ, მივცეთ რჩევა, რეკომენდაციები და თუ არ გაითვალისწინებს, არგუმენტირებულად გავუშვათ. ეს სამართლიანი პრინციპია, რომლის დამკვიდრება დროს მოითხოვს“, - განუცხადა „ვერსიას“ კახაბერ ჟღენტმა.
წყარო: გაზეთი "ვერსია"
მასალის გამოყენების პირობები






