საგანგებო შტაბის წევრებმა დამეწყრილი ტერიტორიები მოინახულეს
საზოგადოება - 19:40, 02 Oct, 2014     1364
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა და სამთავრობო შტაბის ხელმძღვანელმა ნუგზარ სურმანიძემ აჭარის მთავრობის აპარატის უფროსთან რუსლან ქორიძესთან და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარესთან გიორგი რომანაძესთან ერთად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში დამეწყრილი ტერიტორია დაათვალიერა.

საგანგებო შტაბის წევრებმა ხელვაჩუარის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანივრში ღვარცოფის შედეგად დაზიანებული გზის აღდგენითი სამუშაოები მოინახულეს, აქ სტიქიის შედეგად 5 ოჯახს გადაადგილება შეეზღუდა. მთავრობის წევრბი იმყოფებოდნენ მახოში, სადაც მეწყრის შედეგად დაზიანდა შიდა საავტომობილო გზა. აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა უკვე აღდგენილია. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ნადიმ ვარშანიძის განმარტებით სტიქიის შედეგად დაზიანებული გზების აღდგენა დასასრულს უახლოვდება, პარალელურად მიმდინარეობს ზარალის დათვლა.

ჩამოშლილი მიწის მასებისგან გზების გაწმენდა ამ დროისთვის ქედის მუნიციპალიტეტის 3 სოფელში გეგელიძეებში, კოკოტაურსა და ცხმორისში მიმდინარეობს.

„სტიქიის შემდეგ აღდგენითი სამუშოები დოლოგნიდან დავიწყეთ, დღეს უკვე ერთდროულად სამ სოფელში მიმდინარეობს. ქედაში სტიქიის შედეგად მოყენებული ზარალის რაოდენობა 100 000 ლარის ფარგლებში მერყეობს. ჩვენ ასევე დავითვალეთ დოლოგანში 5 ოჯახისთვის მიყენებული ზიანი, სადაც სტიქიამ ადგილობრივებს კარტოფილისა და სიმინდის ნარგავები გაუნადგურა, დაზარალებული ოჯახები თანხას უახლოეს დღეებში მიიღებენ“–აღნიშნა ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით დუმბაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42