არასამართვრობო ორგანიზაციები ,,თავისუფალი ზონის“ ოფისზე თავდასხმას ეხმაურებიან
საზოგადოება - 19:13, 02 Oct, 2014     1500
არასამთავრობო ორგანიზაციები ,,თავისუფალი ზონის“ წევრებზე განხორიცელებულ თავდასხმის ფაქტს ეხმაურებიან. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობა არ შეიძლება გახდეს თავდასხმისა და ფიზიკური ანგარიშსწორების საფუძველი.

,,ნიუპოსტი“ განცხადების ტექსტ უცლელად გთავაზობთ:

,,2014 წლის 30 სექტემბერს, არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი ზონის“ ოფისზე ახალგაზრდული გაერთიანება „თავისუფალი თაობის“ მხრიდან განხორციელდა ჯგუფური თავდასხმა, რის შედეგადაც ორგანიზაციის ცალკეულ წევრებს მიადგათ ფიზიკური დაზიანებები და დაზიანდა ოფისის ინფრასტრუქტურა.

ხსენებული ფაქტი, გარდა იმისა, რომ დანაშაულებრივი ხასიათისაა, რეალური საფრთხის შემცველია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. გაუმართლებელია ყოველგვარი ძალადობა, რომელიც მიმართულია განსხვავებული შეხედულებების მქონე პირების წინააღმდეგ. არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობა არ შეიძლება გახდეს თავდასხმისა და ფიზიკური ანგარიშსწორების საფუძველი. ქვეყანაში კონსტიტუციურადაა დაცული გამოხატვის თავისუფლება, რაც გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერი აზრი სახელმწიფოს მხრიდან უნდა იყოს დაცული ყოველგვარი ძალადობისგან.

არასამთავრობო ორგანიზაციების არსებობა და მათი საქმიანობის თავისუფლება არის სახელმწიფოს დემოკრატიულობის მთავარი ინდიკატორი. შესაბამისად, როდესაც საფრთხე ექმნება ასეთი ორგანიზაციების არსებობას და სახელმწიფო ინდიფერენტულია ამგვარი ფაქტების მიმართ, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება საქართველოს კონსტიტუციით დაცული ღირებულებები.

გარდა ამისა, გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სახეზეა სახელმწიფოს მხრიდან პოზიტიური ვალდებულების დარღვევა. ცნობილი იყო რომ თავისუფალი ზონის და მისი წევრების მიმართ ხორციელდებოდა მუქარა. მიუხედავად მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ „თავისუფალი ზონის“ მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოების გაფრთხილებისა, მათ არ მიიღეს სათანადო ზომები თავდასხმის აღსაკვეთად. სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს სამოქალაქო წესრიგი და აღკვეთოს ძალადობა კერძო პირთა შორის.

“თავისუფალი ზონის” ოფისში მომხდარი ინციდენტის დროს პოლიციამ ზაზა დავითაიას ცემის ბრალდებით ორი პირი დააკავა. მოგვიანებით, დაკავებულების ადვოკატმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვით, “დაკავებულ ფარნაოზ ჭკადუას და დავით გოგოხიას დროებითი მოთავსების იზოლატორში პოლიციამ სასტიკად სცემა. ონიანის ინფორმაციითვე, პატრულის საგამოძიებო სამსახურის უფროსი დაკავებულ გოგოხიას გაუპატიურებით ემუქრებოდა.”

მივმართავთ საქართველოს მთავარ პროკურატურას, სასწრაფოდ გამოიძიოს დაკავებულების ადვოკატის მიერ გაკეთებულ განცხადებაში მოყვანილი ფაქტები და მათი დადასტურების შემთხვევაში ადეკვატური ღონისძიებები გაატაროს პოლიციის თანამშრომელთა მიმართ“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42