ხუთმა ახალმა საწარმომ დაფინანსება მიიღო
საზოგადოება - 13:56, 02 Oct, 2014     1553

ხუთი ახალი გადამამუშავებელი საწარმო აჭარაში, გურიასა და სამეგრელოში აშენდება. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ „სასოფლო–სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის“ ფარგლებში პირველი ხუთი გრანტი გასცა:

• ახალ, ხილის გადამამუშავებელ საწარმოს შპს „კტმ აგრო ქედა“ ქედაში, აჭარის რეგიონში 1 მილიონ დოლარად ააშენებს.

• გურიაში, ოზურგეთის რაიონში შპს „ანასეულის ექპერიმენტალური ჩაის ფაბრიკა“ ხილის გადამამუშვებელ საწარმოს 971 961აშშ დოლარად ააშენებს.

• შპს „ჯი.ენ.კომპანი“ სამეგრელოშოში, ზუგდიდის რაიონშითხილის მეორადი გადამამუშავებელი საწარმოს გახსნისთვის 557 412 აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.

• შპს„კტმ აგრო ჩოხატაური“ გურიაში, ჩოხატაურის რაიონში ხილის გადამამუშავებელ საწარმოს მშენებლობისთვის 1 000 000 აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.

• სამეგრელოში, ზუგდიდისრაიონში კიდევ ერთი თხილის გადამამუშავებელი საწარმო 430 000 აშშ დოლარად აშენდება.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ „სასოფლო–სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის“ განხორციელება თებერვლიდან დაიწყო. მისი მიზანია დაბალი ეკონომიკური აქტივობის რაიონებში ახალი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების შექმნა, ან ძველი უმოქმედო საწარმოების რეაბილიტაცია.

დაფინანსებული პროექტის მთლიანი მოცულობა 200 000 - 1 000 000 აშშ დოლარამდე განისაზღვრა. ბენეფიციარის ფულადი თანამონაწილეობა პროექტის ღირებულების მინიმუმ 10 % - ს უნდა შეადგენდეს, ხოლო, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიერ გაცემული თანადაფინანსების მაქსიმალური ოდენობა - 40 % –ს, დანარჩენ 50%-ს ბენეფიციარი საფინანსო ინსტიტუტებისგან შეღავათიანი აგროკრედიტის პირობებით მიიღებს.

სოფლის მეურნეობის პორექტების მართვის სააგენტოს მიერ განხორციელებული „სასოფლო–სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის“ განხორციელების შემდეგ მოსალოდნელია ახალი საწარმოების შექმნა და ეკონომიკური აქტივობის ზრდა. პროექტი ხელს შეუწყობს სასოფლო–სამეურნეო საქმიანობის გააქტიურებას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42