2015 წლის სექტემბრიდან პენსია გაიზრდება?!
საზოგადოება - 13:41, 02 Oct, 2014     4738

2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში პენსიის დასაფინანსებელი თანხა იზრდება. მთავრობაში ჯერ არ აკონკრეტებენ, გაისად რომელი თვიდან და რამდენი ლარით მოიმატებს პენსია. "რეზონანსის" მიერ გაკეთებული ბიუჯეტის პროექტის ანალიზიდან კი იკვეთება, რომ 2015 წელს ასაკით პენსიონერების პენსია, სავარაუდოდ, სექტემბრიდან და მხოლოდ 10 ლარით გაიზრდება.

ბიუჯეტის პროექტში განმარტებულია - "2015-2016 წლებში, დაგეგმილი რეფორმების ფარგლებში, განხორციელდება, არსებული სოციალური გასაცემლების დახვეწა მიზნობრივ ჯგუფებზე მეტი შედეგის მისაღწევად. გაგრძელდება სპენსია და სხვა სოციალური გასაცემლების მოცულობის ეტაპობრივი ზრდა".

ამ დროისთვის, ფინანსთა სამინისტროში არ აკონკრეტებენ როდიდან მოიმატებს პენსია. "საპენსიო და სოციალური გასაცემლების ზრდაზე ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა და საპენსიო პაკეტი აუცილებლად გაუმჯობესდება. პერიოდი და თანხა მოგვიანებით დაზუსტდება", - განაცხადეს ფინანსთა სამინისტროში.

ბიუჯეტის პროექტის ანალიზის მიხედვით, "რეზონანსი" შეეცადა თავად გაერკვია ეს მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ყველა პენსიონერს აინტერესებს და აწუხებს.

დეტალური ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ ბიუჯეტის პროექტის საპენსიო უზრუნველყოფის ნაწილში 1,360 მილიარდი ლარი გაიწერა. ეს კი 34 მილიონი ლარით მეტია წლევანდელთან შედარებით, ანუ გაისად ბიუჯეტმა პენსიების დასაფინანსებლად 34 მილიონი ლარით მეტი უნდა გადაიხადოს. ბუნებრივია, საპენსიო ხარჯების ამ მოცულობით გაზრდის ერთადერთი მიზანი პენსიის მატებაა.

გარდა ამისა, 2016 წელს საარჩევნო პერიოდია და მთავრობამ "ქართული ოცნების" დანაპირების რეალიზებისთვის პენსია აუცილებლად 2015 წელს უნდა გაზარდოს, რათა მავანმა არ თქვას, რომ დანაპირები მაინცდამაინც საარჩევნო წელს შეასრულესო.

ეკონომიკის ზრდის დაბალი ტემპის პირობებში, მთავრობა პენსიის 1-ლი იანვრიდან ზრდას ვერ მოახერხებს. ამიტომ, უკვე ნაცად ხერხს გამოიყენებს და პენსიას, გაისად, 1-ლი სექტემბრიდან 10 ლარით გაზრდის. ბიუჯეტის პროექტი სწორედ ამაზე მიუთითებს.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, დღეისათვის საქართველოში 683 ათასი ასაკით პენსიონერია. ამ რაოდენობის ადამიანს სექტემბრიდან 10 ლარით რომ გაეზარდოთ პენსია, ბიუჯეტის ხარჯი, 4 თვეში, საპენსიო უზრუნველყოფისთვის 27 მილიონ ლარზე მეტით გაიზრდება. სავარაუდოდ, სხვა კატეგორიის პენსიონერებს პენსია 5 ლარით მოემატება. საბოლოო ჯამში კი, იგი მიუახლოვდება ზუსტად იმ მოცულობის თანხას, რომელიც ფინანსთა სამინისტრომ პენსიების დასაფინანსებლად პარლამენტს წარუდგინა.

ბიუჯეტიდან თითქმის ყოველი მეოთხე ლარი სოციალური მიმართულებით იხარჯება, პირველ რიგში, პენსიებისთვის. ეს არის საკმაოდ დიდი თანხა და რომ იტყვიან, რესურსების მოძიება კიდევ გრძელდება. ამავე დროს, 150 თუ 160 ლარი არ არის ის თანხა, რომელიც პენსიონერის ღირსეულ სიბერესა და ოჯახის სხვა წევრების ფინანსური დახმარების გარეშე ცხოვრებას უზრუნველყოფს, თუმცა ჩვენი ბიუჯეტის შესაძლებლობა ეს არის. რაც შეეხება 10-ლარიან ზრდას, ეს დაახლეობით 3 პროცენტული პუნქტით მეტია, ვიდრე მოსალოდნელი ინფლაცია. ამიტომ რეალური მსყიდველუნარიანობა წლევანდელთან შედარებით მეტი იქნება.

2012 წლის შემოდგომაზე, წინასაარჩევნოდ, ნაციონალურ მოძრაობასა და "ქართულ ოცნებას" შორის პენსიების ზრდასთან დაკავშირებით ნამდვილი დოღი გაიმართა. არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ნაცმოძრაობა პენსიის 125 ლარამდე გაზრდას მხოლოდ 67 წელს გადაცილებულ ადამიანებს შეჰპირდა, ყველა პენსიონერს კი 15-ლარიან სადაზღვევო პაკეტს. ნაცმოძრაობის ეს დაპირება სპეციალისტებმა მაშინვე გაშიფრეს - საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევების მიხედვით, საქართველოში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა სწორედ 67 წელია, შესაბამისად, ყოფილ მთავრობას ბიუჯეტიდან დიდი ხარჯი რომ არ გაეწია,

პენსიის ზრდის ათვლის წერტილად სწორედ ეს ასაკი აიღო.

"ქართულმა ოცნებამ" პენსიის საარსებო მინიმუმთან გათანაბრების პირობა დადო, ოღონდ ერთი ადამიანის საარსებო მინიმუმი 220 ლარამდე უნდა გაზრდილიყო. არჩევნებში გამარჯვებულმა "ოცნებამ" პირობა ნაწილობრივ შეასრულა, საარსებო მინიმუმი არ გაზარდა, მაგრამ პენსია საარსებო მინიმუმის არსებულ მაჩვენებლამდ, ანუ 150 ლარამდე გაზარდა.

სპეციალისტების განცხადებით, საპენსიო ხარჯი ბიუჯეტს ძალიან მძიმე ტვირთად აწევს, ამიტომ მთავრობამ კერძო საპენსიო რეფორმა უნდა დააჩქაროს. მაგალითად, 2015 წლის ბიუჯეტის 15% სწორედ საპენსიო მომსახურებაზე იხარჯება. ეს პრობლემა ნაკლებად მწვავე იქნებოდა, ხელისუფლებას არასახელმწიფო საპენსიო სისტემა რომ განევითარებინა.


წყარო: გაზეთი "რეზონანსი"






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42