თურქეთის მოქალაქე ბრალდებული მართლმადიდებლად მოინათლა
საზოგადოება - 11:19, 02 Oct, 2014     4189

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებაში ბრალდებული ელმაზორ კანი დეკანოზმა გაბრიელ პაიკიძემ მართლმადიდებლად მონათლა და ნათლობის სახელად თორნიკე უწოდა.

წარმოშობით ქართველი ელმაზორ კანი თურქეთის მოქალაქეა, გვარად ლორთქიფანიძე. რამდენიმე კვირის წინ მან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს განცხადებით მიმართა, სადაც საკუთარ წარმომავლობაზე მიუთითებდა და აღნიშნავდა, რომ სურდა დაბრუნებოდა მართლმადიდებლობას, რადგან მისმა წინაპრებმა 1780 წელს იძულებით მიიღეს ისლამი.

მონათლულ ბრალდებულს საჩუქრად უწმინდესისგან გამოგზავნილი ჯვარი და სახარება გადაეცა.

„ჩემი წინაპრები თურქეთში იძულებით გადაასახლეს და გაამუსლიმეს. ისინი, ისევე როგორც ჩემი მშობლები, მუსლიმები იყვნენ, მაგრამ გულში ქრისტიანებად რჩებოდნენ, თუმცა მას ხმამაღლა ვერ ამბობდნენ. სულ მინდოდა მართლმადიდებლად მონათვლა. უფლის მადლით, გავქრისტიანდი და როცა გავთავისუფლდები, ეკლესიაში ჯვარს დავიწერ ჩემს მეუღლეზე, რომელიც შვილს ელოდება,“ - განაცხადა ელმა ზორკანმა (თორნიკე ლორთქიფანიძემ).

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სოციალური სამმართველოს უფროსის ლეილა აფციაურის განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში სასჯელაღსრულების სისტემაში სხვადასხვა ეროვნებისა დ ააღმსარებლობის 157 პატიმარი გაქრისტიანდა.

„ის, რომ სხადასხვა აღმსარებლობისა და ეროვნების მსჯავრდებულები მართლმადიდებლებად ინათლებიან, საპატრიარქოსა და კათოლიკოს-პატრიარქის უდიდესი დამსახურებაა. რწმენა, ლოცვა და სინანული ადამიანებს ციხეში ყოფნას უადვილებს. მსჯავრდებულებსა და საპატრიარქოს შორის შუამავლი სასჯელაღსრულები დეპარტამენტის სოციალური სამმართველოა. აღსანიშნავია, რომ პატიმართა არცერთი თხოვნა არრჩება საპატრიარქოს ყურადღების მიღმა,“ - განაცხადა ლეილა აფციაურმა.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულების ექვს მსჯავრდებულს, რომელთაც შესაბამისი თხოვნით მიმართეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, დღესვე საჩუქრად გადაეცა მისი უწმინდესობის მიერ ნაკუთხი ჯვრები, კელაპტრები და სახარება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42