,,ამ საძირკველს ბევრი სიტყვა ჰქვია, მაგრამ სიყვარული პირველ რიგში, სიყვარულში ბევრი სიტყვა მოიაზრება, ბევრის მთქმელია. ორი წლის შემდეგ მივხვდი, რომ ამ ყველაფერმა ლპობა დაიწყო, მიზეზი ბევრი იყო... ურთიერთობა ჩიხში შევიდა და ვერ გამოვდიოდით... მე დავამთავრე ეს ურთიერთობა და არ ვაპირებდი ამის სააშაკრაოზე გამოტანას. ის შეიძლება ცდილობდა ამის შენარჩუნებას, მაგრამ რატომღაც ასე მოხდა, რომ ვერ შევძელით ამის გადარჩენა... მე ვერ შევძელი... რაღაცეებმა გული მატკინა და ვერ გადავლახე, თუმცა ეს ჩემთვის ძალიან ძვირფასი იყო... მაგრამ ლპობის პროცესი, რომ დავინახე ვერაფერი ვერ გავაკეთე“.
ნანუკა: რა გირჩია დედამ?
,,თამრიკოს ბევრი რამ აქვს გადატანილი თავის თავზე, მაგრამ თამრიკოსა და ჩემს შორის არის ურთიერთგაგება და ერთმანეთის აზრებს პატივს ვცემთ, ერთმანეთის გადაწყვეტილებებს, ჩვენ ვიცით, ეს რამხელა ფიქრის და განცდის შემდეგ არის გადაწყვეტილი, თამრიკომ დაინახა, რომ ეს იყო რკინისებური გადაწყვეტილება ჩემი მხრიდან და პრინციპში, არაფერი არ გაუკეთებია...“
ნანუკა: შემობრუნების შანსი არ აქვს ამ ურთერთობას?
,,მე ვფიქრობ, რომ... არა. რომ მეფიქრა, რომ ამას შანსი ჰქონდა, ამას არ დავამთავრებდი.
გიამაც ძალიან განიცადა, თუმცა ჩუმად, როგორც ყველა ოჯახის წევრმა.
ურთერთობა გვაქვს, ჩვენს შორის დგას საოცრება ელენე“.
მასალის გამოყენების პირობები






