ხრუშოვის იდიოტური აზრები გამახსენდა... - გოგი გვახარია პოლიტიკოსების კრიტიკაზე
საზოგადოება - 23:02, 01 Oct, 2014     2828
დეპუტატების უკმაყოფილება მხატვრული ფილმის შინაარსმა გამოიწვია. შენიშვნა რეჟისორს პარლამენტშივე მისცეს მმართველი გუნდის წევრებმა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა. ჩვენება პარლამენტარების ინიციატივით გაიმართა. ,,პედოფილები ხომ არ ვართ, 12 წლის გოგოს შიშველ სხეულს ქართველები უყურებენ... ეს არ არის ქართული ხასიათი“, ასე აფასებს ფილმს აფხაზეთის უზენაესი საბჭოს დეპუტატი გია გვაზავა.

,,ამაზე კომენტარი როგორ უნდა გავაკეთო, პედოფილი არა, ფარშევანგი. ყველანაირ აზრს ვისმენ, მაგრამ ყველაფერს არ ვეთანხმები. ეს ფილმი საქართველოში და ბევრ სხვა ქვეყანაშიც ნახეს და მსგავსი შეფასება არ მომისმენია“, - ასე პასუხობს ფილმის კრიტიკას ,,კვირის პალიტრასთან“ რეჟისორი გიორგი ოვაშვილი.

,,მე პირადად გამახსენდა ის პერიოდი, როცა ხრუშოვი დაესწრო ავანგარდისტების გამოფენას და გამოთქვა თავისი იდიოტური აზრები“, - აცხადებს გოგი გვახარია რუსთავი 2-თან და მიიჩნევს, რომ ფილმის ავტორი პოლიტიკოსებთან ჩვენებას არ უნდა დასწრებოდა. მისთვის გაუგებარია ფილმის შინაარსთან დაკავშრიებით დეპუტატების მიერ გამოთქმული შენიშვნები. ,,ძალიან უნდა მოინდომო, რომ ამ ძალიან, ჩემი აზრით, ზედმეტად სუფთა ფილმში (და მე ამ მხარემ ძალიან გამაღიზიანა...) რაღაც პერვენსია დაინახო. მაპატიოს ყველა პარლამენტარმა, მაგრამ პარლამენტარებს აქვთ თვითონ აღქმის პრობლემა სერიოზული. მაგრამ, მე მაინც მინდა, აქცენტი გადავიტანო ფილმის ავტორზე, რომელიც ჩემი აზრით, ამ შეხვედრას არ უნდა დასწრებოდა და პირველ რიგში კრიტიკოსების აზრი უნდა მოესმინა“, - აცხადებს კინომცოდნე გოგი გვახარია.

კინოკრიტიკოსებს საქართველოს პარლამენტში გამართული ჩვენება საქართველოს საბჭოთა ისტორიას ახსენებს: ,,არც ბატონი ვოლსკი და არც ბატონი გია წეროებს არ მოუყვანიათ... უცნაურია ჩემთვის იმ ხელისუფლების წარმომადგენლების პრეტენზიები, რომლის პოზიცია აფხაზეთთან თუ რუსეთთან დაკავშირებით მე, მაგალითად, ვერ გავარკვიე და ჩემნაირი საქართველოში ძალიან ბევრია. რეჟსორს მოსთხოვო ის, რაც ევალება პოლიტიკოსს, მართლაც ძაან უცნაურია“, - აცხადებს კინომცოდნე თეო ხატიაშვილი.

სიმინდის კუნძული საქართველოდან ”ოსკარზეა” გაგზავნილი, მანამდე სან-სებასტიანის და კარლოვი-ვარის კინოფესტივალების რჩეული გახდა. ფილმში მოქმედება მდინარე ენგურზე, ხელოვნურ კუნძულზე ხდება. მთავრი მოქმედი გმირები აფხაზი ბაბუა და მისი 12 წლის შვილიშვილია, რომელთანაც სიმინდის კუნძულზე დაჭრილი ქართველი ჯარისკაცი მოხვდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42