დღეს Tbilisi Photo Festival 2014 გაიხსნა
საზოგადოება - 21:04, 01 Oct, 2014     977

თბილისის ვიცე-მერი ალექსანდრე მარგიშვილი დღეს Tbilisi Photo Festival 2014-ის გახსნას დაესწრო. ალექსანდრე მარგიშვილმა ფოტოგამოფენა ორგანიზატორებთან ერთად გახსნა და აღნიშნა, რომ წლევანდელი ფესტივალი თავისი პროგრამით განსაკუთრებულია. ვიცე-მერის თქმით, მერია ფოტოფესტივალს მომავალშიც დაუჭერს მხარს.

„ჩვენი ვალია, მხარი დავუჭიროთ ისეთ ღონისძიებებს, რომელიც ქართველ ხელოვანებს წარმოაჩენს და ამავე დროს, გზას გაუხსნის მათ საერთაშორისო ასპარეზზე“, _ განაცხადა ალექსანდრე მარგიშვილმა.

ფესტივალი აბანოთუბანში, ლეღვთახევში, უკრაინის კონფლიქტის თემატიკაზე შექმნილი ფოტოგამოფენით გაიხსნა. "ორი ნაპირი: უკრაინა 2014"-ის ავტორი ცნობილი პოლონელი ფოტოგრაფი იუსტინა მელნიკევიჩია. პოლონელი ფოტოგრაფის ობიექტივში ევრომაიდანი, ყირიმის ანექსია და რუსეთ-უკრაინის ომის მოვლენები მოხვდა.

ფესტივალის ფარგლებში, „თი-ბი-სი გალერეაში“ მოეწყობა კიდევ ერთი მასშტაბური გამოფენა - "ქართული დღიურები. რობერტ კაპა საქართველოში 1947". ასევე წარმოდგენილი იქნება რეზო კეზელის, ბორის შავერდიანისა და დევიდე მონტელეონეს ფოტოპროექტები. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება ფოტოგრაფიის ღამე - ფოტოჩვენებები ძველ თბილისში ღია ცის ქვეშ.

"Tbilisi Photo Festival 2014"-ის პარტნიორები და მხარდამჭერები არიან თბილისის მერია და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინიტრო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42