ექთნების გადამზადების პირველი გრძელვადიანი პროგრამა საქართველოში „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ ორგანიზებით ხორციელდება, რომელიც გულისხმობს ექთნების კვალიფიკაციის ასამაღლებელ უფასო კურსებს და დასაქმების რეალურ შანსსკორპორაციის ქსელში არსებულ სამედიცინო ცენტრებში. ტრენინგები ჩაუტარდებათ საექთნო სასწავლებლების დამთავრებულ და დამამთავრებელ სტუდენტებს.
პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს მასშტაბით 100-მდეკანდიდატისთვის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით თეორიული და პრაქტიკული სწავლების ჩატარებას. კონკურსანტებისთვის ლექციები უფასოა და დაფინანსებულია „სამედიცინო კოპორაცია ევექს“–ის მიერ. პროგრამის დასასრულს ყველა ის კანდიდატი, რომელიც გამოცდაზე გადალახავს 80 %–იან ბარიერს დასაქმდება კორპორაციის ქსელში არსებულ ჰოსპიტალებში.
„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ ყველაზე მსხვილი ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში, სადაც 7 500 – მდე თანამშრომელია დასაქმებული და ერთ–ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს უწყვეტი სამედიცინო განათლება. კორპორაციის ჯამური საწოლფონდი 2,080–ს შეადგენს.
მასალის გამოყენების პირობები






