საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია HelpAge International-მა ხანდაზმული ადამიანების ცხოვრების ხარისხის მიხედვით, ქვეყნების რეიტინგი გამოაქვეყნა.
რეიტინგის მიხედვით პირველ ადგილზე ნორვეგიაა. ასევე ათეულში არიან შვედეთი, შვეიცარია, კანადა, გერმანია, ნიდერლანდები, ისლანდია, აშშ, იაპონია, ახალი ზელანდია.
საქართველო რეიტინგში 28-ე ადგილზეა, ბელგიასა და სლოვენიას შორის და ამ მონაცემებით რეგიონის ყველა ქვეყანას უსწრებს. სომხეთი მე-40, რუსეთი 65-ე, ხოლო თურქეთი 77-ე ადგილზეა. რეიტინგში მოცემული არაა აზერბაიჯანის მონაცემები.
რეიტგინგის შედგენისას გათვალისწინებულია, 60 წელს გადაცილებულ ადამიანთა სოციალური და ფინანსური კეთილდღეობა.
რეიტინგის ბოლო, 96-ე ადგილზე ავღანეთია.
ორგანიზაცია HelpAge International გათვლებით 2050 წელს დედამიწის მოსახლეობის 21 % ხანდაზმული იქნება.
წყარო www.helpage.org
მასალის გამოყენების პირობები






