თბილისის მერიისა და კულტური სამინისტროს მხარდაჭერით Tbilisi Photo Festival 2014 გაიმართება
საზოგადოება - 18:01, 30 Sep, 2014     1595
თბილისის მერიისა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 1-5 ოქტომბერს Tbilisi Photo Festival 2014 გაიმართება. ფესტივალთან დაკავშირებით დღეს მწერალთა სახლში ფესტივალის ორგანიზატორებმა და მხარდამჭერებმა პრესკონფერენცია გამართეს.

როგორც თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა რევაზ ჩახავამ განაცხადა, მერია აქტიურად უჭერს მხარს ფესტივალს, როგორც დედაქალაქის კულტურული ცხოვრების განუყოფელ ნაწილს. მისი თქმით, ფესტივალის ფარგლებში, ახალგაზრდა ფოტოხელოვანებს მიეცემათ შესაძლებლობა, საკუთარი ნამუშევრები გააცნონ მსოფლიოში აღიარებულ ფოტოგრაფებს. მისივე თქმით, მერია ფესტივალის მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს.

როგორც პრესკონფერენციაზე აღინიშნა, ფესტივალი წელს საიუბილეო, მეხუთე წელს აღნიშნავს და წლევანდელი პროგრამა ფოტოგრაფიის მოყვარულებისთვის განსაკუთრებით საინტერესო იქნება.

Tbilisi Photo Festival 2014 1 ოქტომბერს, 18:00 საათზე, აბანოთუბანში, ლეღვთახევში უკრაინის კონფლიქტის თემატიკაზე შექმნილი ფოტოგამოფენით გახსნება.

ფესტივალის ფარგლებში, „თი-ბი-სი გალერეაში“ მოეწყობა კიდევ ერთი მასშტაბური გამოფენა - "ქართული დღიურები. რობერტ კაპა საქართველოში 1947". ასევე წარმოდგენილი იქნება რეზო კეზელის, ბორის შავერდიანისა და დევიდე მონტელეონეს ფოტოპროექტები. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება ფოტოგრაფიის ღამე - ფოტოჩვენებები ძველ თბილისში ღია ცის ქვეშ.

Tbilisi Photo Festival 2014-ის პარტნიორები და მხარდამჭერები არიან თბილისის მერია და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინიტრო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42