საქართველოში სეისმური ბიძგები გააქტიურდა
საზოგადოება - 14:03, 30 Sep, 2014     8421

ყაზბეგის შემდეგ, უკვე მეორე კვირაა სტიქიას დასავლეთ საქართველოში ებრძვიან. რამდენიმე დღიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად მდინარეები ადიდდა, რამდენიმე რეგიონში მეწყერი ჩამოწვა. შავი ზღვის სანაპირო ზოლზე კი შტორმი 6 ბალამდე მერყეობს. ძლიერმა წვიმებმა აჭარაში, გურიაში, იმერეთსა და სამეგრელოში ათეულობით ოჯახი დააზარალა.

სინოპტიკოსების ცნობით, არამდგრადი ამინდი მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაშიც შენარჩუნდება. სპეციალისტები კი აცხადებენ, რომ ამინდის გაურესების შემთხვევაში, საქართველოში მეწყერსაშიში ზონების და ღვარცოფული მოვლენების გააქტიურებაა მოსალოდნელი.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი მერაბ გაფრინდაშვილი იმ მიზეზებზე საუბრობს, რომელიც სტიქიური უბედურების მიზეზი ხდება.

„სტიქიური გეოლოგიური პროცესების გააქტიურების თვალსაზრისით. საქართველო ერთ-ერთ ურთულეს რეგიონს წარმოადგენს. ამის ერთადერთი უმთავრესი მიზეზი უკიდურესად დაძაბული გეოლოგიური გარემო და ქვეყნის რელიეფური პირობებია. რც შეეხება აქტიური პროცესების მაპროვოცირებელ ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზს, ბოლო წლებში კლიმატის გლობალური ცვლილებებით გამოწვეული უხვი ატმოსფერული ნალექების მოსვლაა. გარდა ამისა მთელს კავკასიაში და მათ შორის საქართველოში ბოლო 25 წლის მანძილზე სეისმური ბიძგები გააქტიურებულია, მიწისძვრა კი ფერდობების დეფორმაციას იწვევს“, - განაცხადა მერაბ გაფრინაშვილმა.

მისივე თქმით, უხვი ატმოსფერული ნალექების მოსვლა და მიწისძვრები, ის ბუნებრივი ფაქტორებია, რომლის წინააღმდეგაც ადამიანს რაიმე სახის ზემოქმედების მოხდენა არ შეუძლია.

„საქართველოში სულ 50 ათასი მეწყრული უბანია, ოღონდ სხვადასხვა მასშტაბის. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველგან კატასტოფაა მოსალოდენელი რაც შეეხება ღვარცოფულ წყალსადინარებს, მდინარეებს და ხევებს, ჯამში სხვადასხვა მასშტაბის 3 ათასამდეა“,- აღნიშნა გაფრიდაშვილმა.

„საქართველოს მწვანეთა მოძრაობა-დედამიწის მეგრობების“ თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძე ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას საგანგაშოს უწოდებს და აცხადებს, რომ მომხდარი გლობალურ დათბობასთან არის კავშირში.

„საგანგებო სიტუაციაა ნამდვილად. თუ დაბალი ტემპერატურა შენარჩუნდება, სავარაუდოა, რომ მეწყერსაშიში ზონები და ღვარცოფული მოვლენები გააქტიურდება. გურიაში ისეთ ადგილებზეა მეწყერი ჩამოწოლილი, სადაც ეს აქამდე არასოდეს ყოფილა. ყველაფერი კი, რა თქმა უნდა, გლობალურ ცვლილებებთან არის კავშირში. უფრო ზუსტად კი ამაზე გავლენა ზაფხულის გვალვამ იქონია“,- განაცხადა ნინო ჩხობაძემ.

ჩხობაძისგან განსხვავებული მოსაზრება აქვს გეოლოგ სანდრო თვლჭრელიძეს. მისი თქმით, მსგავსი ანომალიები ყოველთვის ხდებოდა და მომავალშიც მოხდება. გლობალური დათბობა კი ამასთან არანაირ კავშირში არ არის.

„გარკვეული პერიოდულობით, დახლოებით 15 წელიწადში ერთხელ ასეთი ანომალიები ხდება. მსგავსი მოვლენები 70-იანი წლების ბოლოს, 80-იანი წლების დასაწყისშიც იყო. ჩემი საკმაოდ ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში ამაზე უარესი რაღაცეების მინახავს. მახსოვს ნაპირებიდან გადმოსული ყვირილა და მთლიანად დატბორილი და ხიდწაღებული ზესტაფონი. ასე, რომ ეს ნამდვილად არ არის გლობალურ დათბობასთან კავშირში.“,- აღნიშნა თვალჭრელიძემ.

წყარო: გაზეთი „რეზონანსი“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42