27 სექტემბერს, ანანურში, კომპანია „ტოიოტა კავკასია"-ს მიერ ჩატარდა ეკო აქცია “შეინარჩუნე სისუფთავე". კომპანიის თანამშრომლებმა ოჯახის წევრებთან ერთად განახორციელეს ანანურის და ჟინვალის წყალსაცავის მიმდებარე ტერიტორიის გაწმენდა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან.
ეს ტერიტორია განსაკუთრებით პოპულარულია ადგილობრივ და უცხოელ ტურისტებს შორის და ზაფხულის აქტიური სეზონის შემდეგ წყალსაცავის სანაპიროზე დიდი რაოდენობით საყოფაცხოვრებო ნარჩენი დაგროვდა.
ტოიოტას გუნდმა თავისი ფასეულობებიდან, აღნიშნული ადგილის ისტორიულ - კულტურული ღირებულებებიდან და საზოგადოებისთვის ეკოლოგიური პრობლემის გადაჭრის მნიშვნელობიდან გამომდინარე გადაწყვიტა ეკოლოგიური აქციის ფარგლებში დაასუფთავოს ანანურის მიმდებარე ტერიტორია. ეს იყო ტოიოტას მორიგი აქცია ჩატარებული გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, რასაც კომპანია მდგრადი განვითარების ხელშესაწყობად თავისი ეკო-საგანმანათლებლო პროგრამებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახორციელებს.

ტოიოტა, როგორც საერთაშორისო კორპორაცია, ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი განსაკუთრებული დამოკიდებულებით გარემოს დაცვის პრობლემების მიმართ და ინოვაციებით ეკოლოგიურ ტექნოლოგიებში.
სწორედ ამით არის განპირობებული ტოიოტას აქტიური მუშაობა ჰიბრიდული ავტომობილების შექმნის, ალტერნატიული საწვავის გამოყენების და ზოგადად ეკოლოგიური აქტივობების მაქსიმალური მხარდაჭერის მიმართულებით.
ამასთანავე კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს კორპორატიულ პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე: სრულად იყოს ჩართული ეკოლოგიური პრობლემების მოგვარების პროცესებში.
ჩვენ კომენტარი ვთხოვეთ, კომპანიის პრეზიდენტ ბატონ იუჯი ვაგატას.
იუჯი ვაგატა: „უკვე მრავალი წელია ტოიოტას წარმომადგენლობები ყველა ქვეყანაში მართავენ ე.წ. „მწვანე აქციებს“ და მაქსიმალურად ცდილობენ მსგავს ღონისძიებებში საზოგადოების ჩართულობის ამაღლებას. ჩვენი დღევანდელი აქციაც მიზნად ისახავს არა მარტო კონკრეტულად ანანურის დასუფთავებას, არამედ კიდევ ერთხელ საზოგადოების ყურადღების გამახვილებას იმაზე, რომ გარემოს დაცვა თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა და ხშირ შემთხვევაში ამისთვის საკმარისია უბრალოდ თითოეული ჩვენგანის პირადი ძალისხმევა. ბუნებაში გასვლის დროს, ელემენტარული სისუფთავის დაცვა ხომ ჯანმრთელი და სუფთა გარემოს შექმნის და შენარჩუნების ერთერთი მთავარი საფუძველია.“






მასალის გამოყენების პირობები






