ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი, ლუკა კურტანიძე ბოლო დროს მისი მისამართით აგორებულ კამპანიას ეხმაურება. მისი განცხადებით იმ სპორტსმენებს შორის, რომლებიც მას უპირისპირდებიან, არიან ისეთებიც, ვინც წინა ხელისუფლების დროს, სხვადასხვა რეგიონებში ზონდერებად მუშაობდნენ და ამაში პრემიებსაც იღებდნენ.
,,მე დავსვი, ეროვნული ნაკრებებიდან, იმ მწვრთნელების გათავისუფლების საკითხი, რომლებმაც 2 წლის განმავლობაში ვერანაირ წარმატებას ვერ მიაღწიეს. ამას მოჰყვა განაწყენება და განაწყენებული ადამიანების მხარდამხარ აღმოჩნდნენ ის რევანშისტებიც, რომლებიც წლების განმავლობაში სააკაშვილის რეჟიმს აძლიერებდნენ. მე ვაფრთხილებ ყველას, თუ არ გაჩერდებიან, სახელებით და გვარებით, საჯაროდ დავასახელებ იმ სპორტსმენებს, რომლებიც ზონდერებად მუშაობდნენ და სააკაშვილის კრიმინალურ რეჟიმს აძლიერებდნენ! დიახ, იმათ შორის ვინც მიპირისპირდებიან, არიან სპორსტმენები, ვინც სხვადასხვა რეგიონში ზონდერ-კოორდინატორებად იყვნენ გადანაწილებულნი და ამაში უზარმაზარ პრემიალურ თანხებს იღებდნენ! როცა ჩვენ მოვედით და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტიდან მილიონნახევარი ლარი ჩამოეჭრა, ამ სპორტსმენებმა “ნაცკოორდინატორობის” პრემიები ავტომატურად დაკარგეს. დღეს უკმაყოფილებას გამოხატავენ და ამბობენ - სააკაშვილის დრო ჯობდა, რადგან ჩვენ დიდი ხელფასები გვქონდაო! არიან ისეთებიც, რომლებიც ზონდერები არ ყოფილან, მაგრამ ფულს სიჩუმესა და პასიურობაში ირებდნენ და ამ ფორმით აძლიერებდნენ რეჟიმს!",-აცხადებს ლუკა კურტანიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ საუბრისას.
მასალის გამოყენების პირობები






