ტრენინგს გაუძღვებიან ჰარვარდის სამედიცინო სკოლისა და ბოსტონის უნივერსიტეტის ექსპერტები: ჟანეტ ლოიდი (ნეონატოლოგი) და მელოდი ეკარდტი (მეანი).
სასწავლო კურსი მიზნად ისახავს გუნდური მუშაობის პრინციპების გაცნობასა და დანერგვას სამეანო და ნეონატალურ პრაქტიკაში, რაც აძლიერებს პაციენტის უსაფრთხოებას, აუმჯობესებს გუნდის დინამიურობას და მის ფუნქციონირებას კრიტიკული მდგომარეობების მართვისას. ეს თავის მხრივ ემსახურება სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და სამეანო-ნეონატალური გამოსავალის გაუმჯობესებას.
სასწავლო კურსი გამიზნულია „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ ქსელის სამეანო-ნეონატალური სამსახურის წამყვანი მეანების, ნეონატოლოგების, ანესთეზიოლოგების, ბებიაქალების, საოპერაციო (სამეანო) მედდებისა და ნეონატალური მედდებისათვის.
ტრენინგზე ასევე განხილული იქნება ისეთი კრიტიკული საკითხები, როგორიცაა, სისტემური პრობლემები სამედიცინო პრაქტიკაში და მათი მოგვარების გზები, სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების ინსტრუმენტები. ასევე მოხდება გართულებული სამეანო და ნეონატალური შემთხევების სიმულაცია გუნდური პრინციპების გამოყენებით.
მასალის გამოყენების პირობები






