4 წლის გაბრიელ ნიშნიანიძის დედის თამუნა იარაჯულის თქმით, სკოლა-ბაღ „სადუნში“ მომხდარი ინციდენტი პირველი არ იყო. იარაჯულის თქმით, ინციდენტს ადგილი მანამდეც ჰქონდა, როდესაც გაბრიელი ბაღიდან დახეული მაისურით გამოიყვანეს.
მისივე თქმით, 26 სექტემბეტს მომხდარი ინციდენტის შემდეგ ბავშვთან არც სკოლის ადმინისტრაცია და არც პედაგოგები არ მოსულად და არ მოუკითხიათ.
„რა თქმა უნდა, ბაღის ადმინისტრაციას და პედაგოგებს ვადანაშაულებ. ის დაზიანებები, რაც გაბრიელს აქვს, 4 წლის ბავშვს არ უნდა ჰქონდეს. მე იმიტომ დამყავდა ის ბაღში და არა ქუჩაში, რომ ასეთ შემთხვევას ადგილი არ ჰქონოდა. დაზიანებები თუნდაც სხვა ბავშვს მიეყენებინა, სად იყო ამ დროს პედაგოგი? ინციდენტი დაახლოებით ერთი კვირის წინაც მოხდა. ბავშვს სქელი მაისური ეცვა და რომ გამოვიყვანეთ, გვიან შევნიშნეთ, რომ რეზინა შემოხეული ჰქონდა. ამ მაისურს ვერცერთი ბავშვი ვერ დახევდა, ვერც თვითონ და ვერც სხვა შემოახევდა. როგორ ბედავს ბაღის ადმინისტრაცია და საერთოდ როგორ ახსენებს გაბრიელს?! საშინლად გამაღიზიანებლად ლაპარაკობენ. ბავშვი არ უკითხავთ საერთოდ და არავითარი სინანულის გრძნობა არ აწუხებს. დგანან და თავს იმართლებენ ტელევიზიებით იმაზე, რომ ბავშვი იცემა და ამას ვერავინ ვერ მიხვდა“, - განაცხადა 4 წლის გაბრიელის დედამ.
მასალის გამოყენების პირობები






