ჰარვარდისა და ბოსტონის უნივერსიტეტის ტრენერები ევექსის სასწავლო ცენტრში ტრენინგს ჩაატარებენ
საზოგადოება - 15:10, 29 Sep, 2014     1465

29 სექტემბერიდან 1–ლი ოქტომბრის ჩათვლით ევექსის სასწავლო ცენტრში ჰარვარდისა და ბოსტონის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ჩაატარებენ ტრენინგს თემაზე - „გუნდური მუშაობის პრინციპები სამეანო და ნეონატალური მდგომარეობების მართვაში“. ღონისძიება საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ხორციელდება, რომელსაც ორგანიზებას უწევენ ჯონ სნოუ ინკ-ი და „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“.

ტრენინგს გაუძღვებიან ჰარვარდის სამედიცინო სკოლისა და ბოსტონის უნივერსიტეტის ექსპერტები: ჟანეტ ლოიდი (ნეონატოლოგი) და მელოდი ეკარდტი (მეანი).

სასწავლო კურსი მიზნად ისახავს გუნდური მუშაობის პრინციპების გაცნობასა და დანერგვას სამეანო და ნეონატალურ პრაქტიკაში, რაც აძლიერებს პაციენტის უსაფრთხოებას, აუმჯობესებს გუნდის დინამიურობას და მის ფუნქციონირებას კრიტიკული მდგომარეობების მართვისას. ეს თავის მხრივ ემსახურება სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და სამეანო-ნეონატალური გამოსავალის გაუმჯობესებას.

სასწავლო კურსი გამიზნულია „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ ქსელის სამეანო-ნეონატალური სამსახურის წამყვანი მეანების, ნეონატოლოგების, ანესთეზიოლოგების, ბებიაქალების, საოპერაციო (სამეანო) მედდებისა და ნეონატალური მედდებისათვის.

ტრენინგზე ასევე განხილული იქნება ისეთი კრიტიკული საკითხები, როგორიცაა, სისტემური პრობლემები სამედიცინო პრაქტიკაში და მათი მოგვარების გზები, სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების ინსტრუმენტები. ასევე მოხდება გართულებული სამეანო და ნეონატალური შემთხევების სიმულაცია გუნდური პრინციპების გამოყენებით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42