ბაქრაძემ, რატიანმა და შეტრუსულმა გოჭმა ჯაფარიძემ მე როგორ უნდა დამარიგონ ჭკუა - რეზო ამაშუკელი
საზოგადოება - 13:08, 29 Sep, 2014     4649

რეზო ამაშუკელი ამერიკას მიმართავს და ქართველ ერსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდებს:

„ამერიკელების გასაგონად კი ისევ და ისევ მინდა ვთქვა- ერთხელ და სამუდამოდ აირჩიონ, ან ქართველი ერი, ან "ნაციონალური მოძრაობა"! ორივე ერთად არ გამოვა!“

ამაშუკელის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" და "რესპუბლიკელები" ერთად მოქმედებენ. „ნაციონალური მოძრაობა" და "რესპუბლიკური პარტია" შუაზე გაჭრილი ერთი ვაშლია, ჭიაბერაშვილი სანამ ნაციონალი გახდებოდა, რესპუბლიკური პარტიის წევრი იყო! დარჩიაშვილის რესპუბლიკელი ბრძანდებოდა და კიდევ ბევრი, ყველას ვერ ჩამოვთვლი! ესენი ერთი ძალაა!“

ამაშუკელი ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ ტელევიზიებს ნაციონალების ეთერში გამოყვანა აუკრძალოს.

„ხელისუფლებამ ან ეს ტელევიზიები გააჩეროს და სისიხლიანი ნაციონალების ტლიკინით ხალხს ნერვებს ნუ უშლიან, ან არადა, იძულებულები გავხდებით, ეგენი სახლებიდან გამოვათრიოთ! მერე ვერანაირი კანონი ვერ გაგვაჩერებს. მკვლელები და მწამებლები ნუ მარიგებენ ჭკუას ტელეეთერებიდან! დამნაშავე უნდა იჯდეს ციხეში და არა-სატელევიზიო შოუში!

ბაქრაძემ, რატიანმა და შეტრუსულმა გოჭმა ჯაფარიძემ მე როგორ უნდა დამარიგონ ჭკუა ტელევიზორიდან?! და იმ მეჯინიბე პეტრე ცისკარიშვილმა კიდევ! მაგას დაავიწყდა ნარკობარონობის გამო, პანკისის ხეობაში რომ ყავდათ გატაცებული? სანამ ჟვანია არ ჩავიდა და დიდი ფული არ გადაიხადეს, მანამდე ჰყავდათ დამწყვდეული და კარგად აკრუსუნებდნენ, ესეც ვიცი! ახლა გამოდის და ჭკუას მარიგებს!

თუ შინაგან საქმეთა სამინისტრო, უშიშროება, პროკურატურა დროზე არ მიხედავს და არ დააპატიმრებს გიგა ბოკერიას, გია ბარამიძეს, გივი თარგამაძეს და სხვა დამნაშავეებს, საქართველო აფეთქდება! ქართველი ხალხი ამდენს არ მოითმენს, ომი ჯერ არ დამთავრებულა, მეტიც, ომი თავიდან იწყება და ეს ომი მოსაგებია. გახსოვდეთ გველი კვლავ იკლაკნება"- აცხადებს ამაშუკელი.

წყარო „ასავალ-დასავალი“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42