,,ვწუხვართ თუ დანაშაულის დაფარვის პოზიციას ეკლესიაც იზიარებს“ - დემოკრატიული განვითარების ეროვნული ცენტრი
საზოგადოება - 20:09, 28 Sep, 2014     1516
დემოკრატიული განვითარების ეროვნული ცენტრი, დღეს საკბირაო ქადაგებისას საქართველოს პატრიარქის პოზიციას ეხმაურება, რომელიც თანახმადაც, უწმინდესმა მედიასა და ხელისუფლებას მოუწოდა, ნაკლებად მოხდეს კრიმინალის გაშუქება, რადგან, როგორც უწმინდესმა აღნიშნა, მისი ტირაჟირება საზოგადოების სტრესს იწყვევს.

,,ვწუხვართ თუ დანაშაულის დაფარვის პოზიციას ეკლესიაც იზიარებს, რადგან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები, მიუხედავად იმისა თუ როგორ ხასიათს ატარებენ ისინი პოზიტიურს თუ ნეგატიურს, უნდა იყოს საზოგადოებისთვის ცნობილი. ჩვენს საზოგადოებას, დღეს როგორც არასდროს, ესაჭიროება სისტემის გამჭირვალობა და სახელმწიფოში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა, რადგან სწორედ ინფორმირებული და მობილიზებული საზოგადოებაა დემოკრატიის გარანტი. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ დანაშაულის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა მის პოპულარიზაციას უწყობს ხელს, პირიქით ეს ერთ-ერთი მექანიზმია იმისათვის, რომ კომპეტენტურმა სახელმწიფო ორგანოებმა ვითარების შესაბამისად იმოქმედონ.

ვიმედოვნებთ, რომ დანაშაულის დაფარვას ქვეყანაში არცერთი კონფესია არ უჭერს მხარს და ყველა მომხრეა იმისა რომ დანაშაულის რაოდენობა მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი. სწორედ ამას ემსახურება მედია და მისი ფუნქციაც ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ, ხელისუფლებისა და საზოგადოების ინფორმირებაა. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ საზოგადოება ირეალურ გარემოში უნდა ვამყოფოთ, პირიქით ის მუდამ უნდა იყოს ინფორმირებული და აქტიური, რომ იქონიოს გავლენა ხელისუფლებაზე და ჰქონდეს მაღალი სტანდარტების შესაბამისი მოთხოვნები ხელისუფლების მიმართ. მიგვაჩნია რომ სწორედ მედიის თავისუფლება და აქტიური მუშაობაა გზა დემოკრატიისა და მშვიდობისაკენ რაც ჩვენი საზოგადოების არჩევანია“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42